გულწრფელი რომ ვიყო, შეიძლება ყველას ვერ დავაბრალო, მაგრამ ზოგიერთი წარმომადგენელი მკვეთრად იყო გადახრილი იმ ტრენდისა და ნარატივისკენ, რასაც ნაცმოძრაობა მესიჯების სახით ახმოვანებდა ხოლმე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე ეს შემიძლია ცალკეულ წარმომადგენლებზე ვთქვა, დაკვირვება ნამდვილად არ მიწარმოებია მთლიანად „პალიტრა მედიის“ სარედაქციო პოლიტიკა რამდენად მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ცალკეულ წარმომადგენლებს მე ამას პირდაპირ ეთერშიც ვეუბნებოდი“, – განაცხადა მდინარაძემ.