მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დალაგებული ყალბი პიარკამპანია იმის შესახებ, რომ პოლიცია მოქალაქეებს უხეშად მოექცა, იყო ტყუილი

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დალაგებული ყალბი პიარკამპანია იმის შესახებ, რომ პოლიცია მოქალაქეებს უხეშად მოექცა, იყო ტყუილი

„სტრასბურგის სასამართლოს ამგვარი პრეცედენტები ყოველთვის მხარს უჭერს და ერთგვარ პრაქტიკას ამკვიდრებს, რა შემთხვევაში ითვლება პოლიციის ნამოქმედარი გადაჭარბებად და რა შემთხვევაში არა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართული პოლიცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა და ტოლერანტული იყო მოქალაქეების მიმართ.

„როდესაც ადამიანები თავიანთ მოქალაქეობრივ და შესაბამის უფლებამოსილებაში ვერ ჯდებიან და მოქალაქეობრივ უფლებებს, ვალდებულებებს თუ თავიანთ კომპეტენციას, როგორც მოქალაქისას, აჭარბებენ, ხშირად, ზღვარის გავლება პრობლემურია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიციის მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატური იყო, შესაბამისად, მოქალაქემ, რომელმაც თავისი გამოხატვის თავისუფლება კი არა, თავის კომპეტენციას გადააჭარბა, მის მიმართ განხორციელებული მოქმედება იყო ადეკვატური, რელევანტური, ტოლერანტული და პოლიციის მხრიდან, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დალაგებული ყალბი პიარკამპანია იმის შესახებ, რომ პოლიცია უხეშად მოექცა, უფლებამოსილებას გადააჭარბა, იყო ტყუილი. სინამდვილეში, პოლიცია არათუ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა, არამედ ის იყო ტოლერანტული მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ბლოკირებას, შეჭრას და ა.შ.“, – აცხადებს მდინარაძე.

Comments

კომენტარები