ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე

ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თავის თავზე იღებს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა.

მგონი ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას, ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი – ეს უდიდესი დანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია უცხოელი მფარველების ინსტრუმენტია, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი ამ ჯგუფის სურვილის მიხედვით იყოს გატარებული

რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მთავარი პრობლემები ბრიუსელშია.„რადიკალურ ოპოზიციას ცალკე განყენებულად, როგორც პოლიტიკურ აქტორად ნუ ავიღებთ. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში. ის საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს ამ მთლიან პროცესს. ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს. მთავარი პრობლემები უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა, არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო: პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად

პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პატარა გიორგი თოფურიას ოცნება აუხდინა — ის ერთი დღით მებაჟე ოფიცრად გადაიქცა. გიორგი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან „პატარების დიდი შოუ“ გაიცნო. ის მუსიკის, ხატვის, ძერწვისა და მათემატიკის დიდი მოყვარულია. მისი ყველაზე დიდი სურვილი კი მამის მსგავსად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი გახდომაა. გადაცემის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა გიორგის ეს სურვილი ერთი დღე რეალობად აქცია — მცირე ხნით მას საშუალება მიეცა მებაჟე ოფიცერი გამხდარიყო. ვიდეო-სიუჟეტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.   

ტრამპი: ვალდებული ვარ, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გავაგრძელო, მათ საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ უჩივლოს.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ „ბიბისიმ“ 2021 წლის 6 იანვრის მისი გამოსვლა დაამონტაჟა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.„ალბათ უნდა გავაგრძელო სარჩელი. იცით, რატომაც არა? საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს. შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. რეალურად შეცვალეს. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.„ბიბისი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ კორპორაცია ბოდიშს თუ არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ.„ბიბისის“ პასუხის გასაცემად ვადა 14 ნოემბრამდე, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს. „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ პასუხს დადგენილ ვადაში გასცემენ.ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.

ელიზბარ ჯაველიძე ღარიბაშვილზე:ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებო!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხლისუფლების განათლების მინისტრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ ახალი წასული იყო, როცა მივედი და ვუთხარი – ავტორიტეტი გაქვს, შექმენი პარტია და გვერდით დაგიდგებით-მეთქი! იცით, რა მითხრა? – მე ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებ და მაგის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებ, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამო! დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირაკლი დღესაც ასე ფიქრობს!წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ბოლო სიახლეები