მამუკა მდინარაძე: გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელისგულზე დევს

მამუკა მდინარაძე: გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელისგულზე დევს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს.

„სოსო გოგაშვილის მხრიდან ვხედავთ შანტაჟის ენით საუბარს. ნამდვილად არ გამკვირვებია, როდესაც ეს ამბავი გავრცელდა, იქიდან გამომდინარე რომ დარტყმის ობიექტი არაა მხოლოდ სასამართლო. დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელისგულზე დევს, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს, თუმცა ისეთ აბსურდულ რაღაცებს ლაპარაკობს. ჩემთვის წითელი ხაზი იყო ის, თითქოს „ქართული ოცნება“ აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, შემდეგ რაც უნდა თქვას, ყველაფერი ნათელია. ასეთ ზღაპრებს ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს“, – აცხადებს მდინარაძე.

Comments

კომენტარები