სამშაბათი, ივლისი 8, 2025

მალხაზ მაჩალიკაშვილი-მე ამათ ცხვირიდან ძმარს ვადენ, თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა

თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაცია პანკისის ხეობის მცხოვრებლების პროვოკაციაზე წამოგებისკენ იყო მიმართული. ამასთან, მან მისი შვილის საქმის გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე და საქმის ფაბრიკაციაზე ისაუბრა.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

ბოლო სიახლეები