პარასკევი, იანვარი 23, 2026

მაკა ბულეიშვილი: ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა

ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ გარკვეულ სიმპტომებს ტოვებს. ეს არის ზოგადი საერთო სისუსტე. ახალგაზრდა პოპულაციაში განსაკუთრებით გამოხატულია აღგზნებადობა და უძილობა“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ

პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ამჟამად აშშ-ის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა მიმდინარეობს.„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დავოსში ვოლოდომირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკიც და პუტინიც „შეთანხმების დადებას“ აპირებენ და თქვა, რომ ზელენსკიმ ეს დღეს, შეხვედრის დროს არაერთხელ გაიმეორა.ტრამპის თქმით, თუ შეთანხმება შედგება, მას ევროპაც შეუერთდება.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე არაბთა გაერთიანებული საამიროებში შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა: „როცა არ უნდა შევხვდეთ, ეს კარგია. თუ არ შევხვდებით, მაშინ არაფერი მოხდება“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასპექტებთან დაკავშირებით მუშაობა კარგად მიმდინარეობს, პარიზის შეხვედრამ კარგი პროგრესი მოიტანა, რუსეთის პასუხს ველოდებით

რუსეთი აორმაგებს საზარელ თავდასხმებს, ჩვენ ვაორმაგებთ უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.მისი თქმით, მიმდინარე კვირაში უკრაინას 447 საგანგებო გენერატორი გადაეცემა, რომელთა ღირებულება 3.7 მილიონი ევროა, რათა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, თავშესაფრებისთვის და კრიტიკული სერვისებისთვის.„სამშვიდობო მოლაპარაკებების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასპექტებთან დაკავშირებით მუშაობა კარგად მიმდინარეობს. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, პარიზის შეხვედრამ კარგი პროგრესი მოიტანა. როგორც იცით, ახლა რუსეთის პასუხს ველოდებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.მისი თქმით, ევროკავშირი ახლოს არის უკრაინის კეთილდღეობის ჩარჩოს შესახებ აშშ-თან და უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან.„კეთილდღეობის კუთხით კი, ახლოს ვართ აშშ-თან და უკრაინასთან შეთანხმებასთან ერთიანი კეთილდღეობის ჩარჩოს შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ დოკუმენტზე, რომელიც წარმოადგენს უკრაინელების, ამერიკელების და ევროპის კოლექტიურ ხედვას უკრაინის ომის შემდგომი მომავლის შესახებ. ის მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ საჭიროებების შეფასების მნიშვნელოვან სამუშაოს ეყრდნობა და გვთავაზობს პასუხს, რომელიც აგებულია ხუთ ძირითად საკითხზე: პირველი, პროდუქტიულობის გაზრდა ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებისა და ბაზარზე კონკურენციის გაზრდის გზით. მეორე, ევროკავშირის ერთიან ბაზარში უკრაინის ინტეგრაციის დაჩქარება ძირითად ეკონომიკურ სექტორებში რეფორმების გზით. მესამე საკითხი ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას ეხება. უკრაინის საინვესტიციო ჩარჩო, ჩვენი უკრაინის მექანიზმის ნაწილი, უკვე არსებობს. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ სტრუქტურები, რომლებიც ომის დაწყებიდან უკვე შევქმენით. ეს იყო ევროკავშირის მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი ქვეყნისთვის. ის აშკარად შედეგს იძლევა. მეოთხე საკითხი დონორების უფრო ძლიერი კოორდინაციაა. ძლიერი და დადასტურებული სტრუქტურა უკვე არსებობს უკრაინის დონორთა პლატფორმის მეშვეობით. ის აერთიანებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს, ევროკომისიას, უკრაინას და სხვა პარტნიორებს. ბოლოს, მეხუთე საკითხი ფუნდამენტურ რეფორმებს ეხება. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობის განმტკიცებას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გაძლიერებას და საჯარო ადმინისტრირების მოდერნიზაციას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კეთილდღეობის ჩარჩოზე ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.„კეთილდღეობის ჩარჩოზე ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ვთქვი, თითქმის დავასრულეთ. აქტიურად ვამზადებთ უკრაინის, როგორც თანამედროვე, სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მომავალს. ეს არის ძლიერი სიგნალი რთულ დროს ჩვენი მამაცი მეზობლისა და პარტნიორისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.„მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ცხოვრება, გვინდა, დავადგეთ განვითარების გზას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ადამიანებს არ იჭერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონხარ, გვინდა, წინ წავიდეთ, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, ვიყოთ წარმოდგენილი დავოსში, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. არ გვინდა, ამ პროცესების მიღმა ვიყოთ. როცა მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, სისტემურობა, შეკავშირება, ამიტომაც გვინდა ერთიანობა.ზურა ჯაფარიძის და ჩემი ხედვები დიდი ხანია, ემთხვევა. კარგია, რომ გზა გაკაფა, ვიდრე გამოვედი. ვიცი, ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ, პირველ რიგში, ზურას დაველაპარაკო, სხვებსაც. პარტიების გაერთიანება ეს ერთია, შემდეგია საზოგადოების ჯგუფები. უამრავი ახალი, საინტერესო, კვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, რომ, მათ  შორის, ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ. ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.ამასთან, პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა ბრალდება. ვაშაძესთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს ორ კვირაში უნდა არსებობდეს რაღაც ფორმატები და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის.„ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის ჩაკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება, გახდეს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომლითაც დღეს გამოვედით. ვფიქრობთ, ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი, არაუგვიანეს ორი კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირებისთვის არის სივრცე, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე, მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი

ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობა მიმართავს ყველა ზომას იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს.„ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა პირველადი კვლევა და დავადგინეთ, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი – 86%, როგორც დისტრიბუტორების, ისე ქსელური მარკეტების დონეზე. ეს საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არის საკმაოდ სერიოზული სხვაობა. სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში ეს სხვაობა ზოგჯერ ორმაგია, ზოგჯერ სამმაგიც კი. 2006 წელს, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, იგივე პროდუქტებს, რასაც ვყიდულობდი გერმანიაში, საქართველოში აღარ ვყიდულობდი, იმიტომ, რომ ხშირად ორმაგი იყო სხვაობა ფასებს შორის. 20 წლის წინ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ მთავარია, სწორად ჩავეძიოთ თითოეულ საკითხს და ფასნამატის ჯაჭვი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ქსელების წარმომადგენლებთან, ხვალ გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ასევე ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, ასევე შევხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა უკვე შედგება საწვავის რეალიზატორებთან. საწვავსაც მოიცავს ჩვენი საქმიანობა. სპეციფიკა მსგავსია, განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის, საწვავის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ რეალიზაცია. ერთი და იგივე ტიპის ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ, გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად უნდა შევისწავლოთ ეს ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე.ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები. ერთი კონკრეტული პრეცედენტი იყო სულ ცოტა ხნის წინ – რამდენიმე მწარმოებელმა, ქართულმა კომპანიამ გადაწყვიტა და ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასები კონკრეტულ პროდუქტზე. ეს რა თქმა უნდა, ქმნის აღქმას იმისა, რომ შედგა კარტელური გარიგება. ასეთი რაღაცები უნდა ავირიდოთ თავიდან. ვფიქრობთ, რომ ამის საფუძველს მოგვცემს ის კვლევა, რომელიც ჩატარდება ამ შეხვედრების საფუძველზე,  მათ შორის, მოკვლევის, გამოძიების საფუძველზე. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზეც, რაც არის აპრობირებული პრაქტიკა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის ანტიმონოპოლიური მექანიზმები და სხვა. ყველა ფორმას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული, მაგრამ მთავრობას აქვს სოციალური ამოცანა, რომ შეამციროს ფასები.„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული. ბიზნესის სრულად თავისუფლად მოქმედებას აქვს თავისი პლუსები – ის, რომ ქსელები ფართოვდება, დასაქმება იზრდება, ბიზნესის მოგება იზრდება, ეს საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური ამოცანა, რომ მოსახლეობის არა მხოლოდ ფართო ფენისთვის, არამედ, სრული მოცულობისთვის მივაღწიოთ ეფექტს – ეს არის ფასების შემცირება. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არ აქვს ეფექტი, თუ ის არ აისახება მოსახლეობაზე, მოსახლეობის ჯიბეზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები