
ლუკა მაისურაძე – მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ
ტაშკენტი 6-13 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოლიმპიადის მერე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება.
მოახლოებულ შეჯიბრებაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა.
მაისურაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მიდის. ბრმანაწლავის ოპერაციის გამო აღებული პაუზის შემდეგ, მან ფიზიკური ფორმა ბოლომდე აღიდგინა და ტაშკენტში წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდება.
მაისურაძემ ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში შესაშური საბრძოლო განწყობაა. შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატამდე, იტალიაში რიჩონეს ტურნირზე იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, ძიუდოისტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს - ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების...
10 წლის მარიამ ბოკუჩავა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს
გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბოკუჩავა და იტალიაში ვცხოვრობ უკვე 6 წელია. ამ ვიდეოს დღეს იმიტომ ვიღებ, რომ ისეთნაირი რაღაცა მინდა...
ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ "ოქროს ბურთის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს. -0:10
რაგბის მსოფლიო თასის მეათე გათამაშების გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა გახდა (ვიდეო)
საფრანგეთში დასრულდა რაგბიში მსოფლიო თასის მეათე გათამაშება 2023 წლის მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის...
ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მათი სკოლის წარმატებული სპორტსმენი გარდაიცვალა. „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, მწუხარებას...
საქართველომ ტაილანდი 8:0 დაამარცხა და 26 წლის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა. ამავე მატჩში გიორგი მიქაუტაძემ პოკერი შეასრულა და...