ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

ლუკა მაისურაძე – მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ

ტაშკენტი 6-13 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოლიმპიადის მერე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება.

მოახლოებულ შეჯიბრებაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა.

მაისურაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მიდის. ბრმანაწლავის ოპერაციის გამო აღებული პაუზის შემდეგ, მან ფიზიკური ფორმა ბოლომდე აღიდგინა და ტაშკენტში წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდება.

მაისურაძემ ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში შესაშური საბრძოლო განწყობაა. შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატამდე, იტალიაში რიჩონეს ტურნირზე იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის საელჩო მცდარს უწოდებს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა

უკრაინაში აშშ-ის საელჩო უარყოფს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა.როგორც საელჩოში აცხადებენ, კიევში აშშ-ის საელჩო ღიაა.„ჩვენს მუშაობაში ცვლილებები არ არის და გავრცელებული სხვა ინფორმაცია მცდარია. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამერიკელების უსაფრთხოება პირველხარისხოვანია და ის რეგულარულად ამოწმებს კიევის საელჩოს უსაფრთხოების მდგომარეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს გზავნილს, რომ ამერიკელებმა არ უნდა იმოგზაურონ რაიმე მიზეზით უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ უკრაინა დატოვა. 

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ მარშრუტსა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიკაციას პირდაპირი კავშირი არ აქვს.რუსეთზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთთან პრობლემებს მოაგვარებს.„ჩვენ რუს პარტნიორებთან ვიმუშავებთ მშვიდად, ნევროზულობის გარეშე და ყველა პრობლემას გადავწყვეტთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ზვიად შალამბერიძე – ოპოზიცია ცდილობს, სააკაშვილთან დისტანცია ჰქონდეს, თუმცა 26 მაისს საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტი სააკაშვილის სურათები იყო გამოფენილი

ოპოზიცია ცდილობს, მიხეილ სააკაშვილთან დისტანცია ჰქონდეს, თუმცა 26 მაისს ვნახეთ, რომ საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტი სააკაშვილის სურათები იყო გამოფენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“.არ ვიცი, ოპოზიცია დისტანციას რას ეძახის, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალიანსის ცხრა წევრიდან ნაწილი სააკაშვილთან დისტანციას ამჯობინებს, ნაწილი მის დაკრულზე ცეკვავს. სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გია ვოლსკი – სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს, რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან

უცხოელის მიერ დაწერილ ლოზუნგებს ვხედავთ, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას საერთოდ არ იცნობს, დიახ, საქართველო გაცილებით უკეთესს იმსახურებს, ვიდრე სისხლიანი ხელისუფლება იყო სააკაშვილის სახით, რომელსაც მართავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია„ამ ადამიანებს იდაყვებამდე აქვთ ხელი სისხლში, ქვეყნის ტერიტორიები დათმეს. საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია. თუ ამაზე უკეთესი გამოჩნდება, ამომრჩეველი ხმას მათ მისცემს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების გზით წყდება და არა გვარამია-ვაშაძის მიერ რევოლუციების მოწყობის მცდელობით. “ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ წინა პლანზე ბოლომდე გამოვიდეს. ამბობენ, რომ სიტუაციას ისინი მართავენ და მათ ხელშია ოპოზიციის მომავალი. ბანერებიც ამაზე მოწმობს. შეხლა-შემოხლა იყო ბანერები გაეტანათ, სააშკარაოზე გამოვიდნენ. მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს. რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან. თითქოს გზა აირჩიეს, რომ კონსტრუქციები არიან, რაც ფარსია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, როგორც დაგვიღვრია სისხლი და საქართველოს გესტაპოს მეთოდებით როგორც ვმართავთ, ისე უნდა გავაკეთოთო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – ბევრი ტექსტი ძალიან გაუგებარი და უდროოა, მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს, მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი

არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ, რომ „მელიამ მიტინგი დაშალა“. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, მოვლენები. ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც სააკაშვილმა დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა. არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.„არ ვაპირებ არანაირ დაპირისპირებაში შესვლას. ბევრი რაღაც ცუდი მოსასმენია. ძალიან გაუგებარი და უდროოა ბევრი ტექსტი, მაგრამ სიღრმეებში ახლა არ შევალ, რადგან ეს ყველაფერი ხელს გვიშლის ერთიანი მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, მოვუწოდებდი, რომ გამყოფი ხაზების გაღრმავება, შემოტანა არ არის სასარგებლო პროცესისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მაინც და მაინც რამე უნდა გავარჩიოთ, მას მერე გავარჩიოთ, რაც ქვეყანას გადავარჩენთ და ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე. უკვე ღიად ვთქვი, რომ არ ვაპირებ დაპირისპირებებში შესვლას. ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს. ცუდია ეს. რაც შეეხება „მელიამ მიტინგი დაშალას“, უბრალოდ არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ ეს და საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, მიტინგი დაშალო. ვინმეს თუ უნდა გადაწყვეტილების მიღება და შედეგის მიღწევა, დამიჯერეთ, ერთ ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ რამე დაშალა და რამეს ხელი შეუშალა. მაშინ ნიკა მელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მე პოლიტიკაში არ გახლდით და მაშინვე გაერჩიათ ეს ამბავი. გულწრფელად გეტყვით, არ ვაპირებ ამაში შესვლას. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, მოვლენები, ტრავმები. ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.გვარამიას ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.გვარამიას თქმით, ჯავშანმანქანის ინჟინერი არ არის და კითხვაზე ვერ უპასუხებს.„მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს და კმაყოფილი იქნება თუ არ იქნება რაღაც პროცესით. მას შეუძლია, იოპერიროს საკუთარი პარტიის მეშვეობით, რომელიც ალიანსის წევრია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი, ამიტომ ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები