ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში (6:7, 2:6) დაამარცხა.

ტურნირის მოგების შემდეგ, ბასილაშვილმა საკუთარ ვაჟს მიმართა:
“ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.”

ნიკოლოზმა მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებსაც:
“მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.”

Comments

კომენტარები