შაბათი, აპრილი 4, 2026

ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა

აკი ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა.

ტოჩინოშინმა აშკარა უპირატესობით დებიუტანტი მეტოქე მარტივად დაამარცხა.

ლევან გორგაძის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 4 მარცხია და მას წოდებაში დასაწინაურებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, 48 საათი, ვიდრე ჯოჯოხეთი თავს დაატყდებათ

ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, ირანს 48 საათი რჩება.„გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება – 48 საათი, სანამ მთელი ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით, იმპორტზე დამოკიდებულება დაახლოებით 42% აღწევს

იმპორტზე ჩვენი დამოკიდებულება არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, რვა თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული იმპორტზე. ამ თვეების განმავლობაში იმპორტზე დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.„იმპორტი მზარდია. ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა ამას თუ დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშრებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.რაც შეეხება ექსპორტს, მთავრობის მეთაურის თქმით, შესაძლებელია, ქვეყნიდან შვიდჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.„ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი, გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და შვიდჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადა ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის...

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.„ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების.„არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თავად პატრიარქი საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე, როგორ უნდოდათ მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება. სწორედ ის ხალხი აკეთებდა ამას, ვინც დღეს ოპოზიციაში გაერთიანდა. პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების. ვერასდროს ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს. საპატრიარქოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი ენდობოდა და მათთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორმე დაეზიანებინათ საპატრიარქოს ეს მაღალი მაჩვენებელი.თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს მაშინ, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას და თქვა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, საპატრიარქოო. ასეთი ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის. როგორ შეიძლება, საქართველოში ეჭვი შეეპაროს ვინმეს, რომ ესენი არ არიან ერთი ძალა?! საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა მისცეს თავს უფლება, ამ რადიკალურ ფრთას გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გაქვს პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი, რაც არცთუ ისე ცუდად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეუფე სტეფანე – პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს – ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ – პატრიარქის გარეშე...

პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.„პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მოსაყდრეს აქვს ორი ხმა ან პატრიარქის ერთი, მაგრამ გადამწყვეტი ხმა, მეუფე სტეფანე პასუხობს: „არა... ვინ თქვა რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს, უბრალოდ უწმინდესისგან წარდგენილია როგორც მოსაყდრე“.„პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა. რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრეზე – ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი უკვე გადაწყდა მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრობიდან გარიცხეს და დღევანდელ სინოდზე მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ განხილულა. ამით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრე ცაავას მიერ სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნას გამოეხმაურა.მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს წერილის შესახებ ინფორმაცია აქვს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს და მისი გადასაწყვეტია ვინ გასცემს პასუხს.„სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა იმიტომ, რომ სინოდის სხდომის განხილვის საკითხი ეს არ იყო. გადაწყდა ადრე, სინოდის წევრი აღარ არის. მეუფე შიოსთანაა ეს ინფორმაცია. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეა, მაგრამ ვინ გასცემს პასუხს, მეუფე შიოს გადასაწყვეტია, ჩვენ სინოდზე ეს საკითხი საერთოდ არ განგვიხილავს.ჩემ პირად დამოკიდებულებას ვიტყვი, როდესაც პატრიარქს აბრალებდნენ სოდომურ ცოდვას, დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრომ? პატრიარქი ღმერთმა განადიდა. ამდენი ხალხმრავლობით და ცრემლნარევი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით, რომლითაც გაერთიანდა ხალხი. ეს არ იყო რაღაც ზოგადი განწყობა, ეს იყო კონკრეტულად პატრიარქთან მიმართებაში.მე დიდი იმედი მქონდა, რომ მეუფე პეტრე ამას დაინახავდა. ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს. ასეთ სიბინძურეს აბრალებდა პატრიარქს და უფალმა გამოაჩინა, თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი. ვინმეს ეჭვი ეპარება პატრიარქის სიდიადეში? პეტრეს თუ ეჭვი ეპარება, თავის ეჭვთან ერთად იყოს სადაც უნდა და სინოდში ნუ ეტენება, ეს მისი საქმე აღარ არის. განდიდდა უწმინდესი ყველას წინაშე და განულდა პეტრე. სულიწმიდის მადლმა გამოავლინა სულ სხვა რამ და ის სულ სხვა რამეს ცდილობს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.ინფორმაციისთვის, ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს. მისი მიმართვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირისა და წმინდა სინოდისადმი, 3 აპრილს, იღუმენია თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბოლო სიახლეები