ევროპაში მესამე ტალღა უკვე თვალნათელია და ჩვენც ამ საშიშროების წინაშე დავდგებით, თუ ყურადღებას ყველა მიმართულებით მოვადუნებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და სიფრთხილე აუცილებელია.
„მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია ვართ ჩვენც და ცალკე არ ვცხოვრობთ. ახალ სოციალურ ქსელებზე წვდომა ყველას აქვს. გადახედონ მედიას, სოციალურ ქსელებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროებაა. ჩაიკეტა იტალია და არ არსებობს რეგიონი, სადაც ლოკდაუნი არ იყოს. საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში ანალოგიური სიტუაციაა. ამიტომ, ისინი არა მარტო ამბობენ, რომ მესამე ტალღის საშიშროებაა, ევროპაში მესამე ტალღა უკვე თვალნათელია და ჩვენც ამ საშიშროების წინაშე დავდგებით, თუ ყურადღებას ყველა მიმართულებით მოვადუნებთ. პიროვნება და სახელმწიფო ეს არის ერთი კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ და ერთმანეთს მხარს უნდა უბამდნენ“, – განაცხადა კახაძემ.