პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

წერილში ნათქვამია, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელია რა პრინციპით ხდება შეგროვებული ჰონორარის ცალკეულ ავტორებზე განაწილება. ეს პროცესი აზარალებს ავტორებს და შემსრულებლებს, ლახავს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ შემოსავალზე. სხდომაზე მოუსმინეს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს.

არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს მუსიკოსებმა, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ და საქართველოს საავტორო უფლების მფლობელთა ასოციაციის (GERA) წარმომადგენელმა ლაშა მდივანმა.

საჯარო მსჯელობის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კულტურის კომიტეტთან შეიქმნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

„საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან კონკრეტული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობს და ღირსებას ეხება, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მუსიკას და ემსახურებიან კულტურას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში ეს სფერო იქნება ყველა მიმართულებით დარეგულირებული და დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ბოლო სიახლეები