სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ბათუმში გასამართი საფეხბურთო მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას ან ცნობას

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.

„2021 წლის 2 სექტემბერს, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში გამართავს მატჩს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან. მატჩი ფიფას-ს ეგიდით ტარდება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს – შენი ტყუილების დრო დასრულდა, აფერისტი რომ ხარ, 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე, ახლა...

ნიკა, ჩემსა და შენს შორის, იცი, რა განსხვავებაა? მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და არასდროს დამიმალავს ეს, პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გავეცი, შენ კიდევ 40 მილიონი ვისგან გაქვს აღებული, არ ამბობ და დღემდე ვერ ბედავ აღიარებას. კი, 40 მილიონი და არა 10 მილიონი, როგორც შენ წერ. ნებისმიერ დისკუსიაში შენ მიერვე ცესკო-ში წარდგენილი დოკუმენტებით დაგიმტკიცებ, რომ ტყუილია, ვითომ შენ მხოლოდ 10 მილიონი დახარჯე არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ტყუილების დრო დასრულდა.„იმასაც დაგიმტკიცებ, რომ სულ ფიქტიური ჩარიცხვებით გაქვს ეს ფული ანგარიშზე შეტანილი და იმასაც, რომ ეს არანაირი გილაურის ფული არ იყო. ეს ყველამ იცის ოპოზიციაში და ამიტომაა, რომ ყველა დებატს გაურბიხარ ამ თემაზე. შენც და შენი პარტიის წევრები. აგერ, სულ რაღაც გუშინაც დაფრთხი; და მეორე: „მიტინგებზე გვარბევდნენ, ესენი კი ბიძინას ხვდებოდნენო“. მე, ჟურნალისტის კითხვას, 2024 არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო შეხვედრაო, არჩევნების შემდეგო, ვუპასუხე. დავიჯერო, ასეთი სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები, რომ ეს არ ნიშნავს 2024 ნოემბერს? ჰოდა, არათუ 2024 წლის არჩევნების, არამედ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იყო ეს შეხვედრა, 2025 წლის ბოლოს. ასე რომ, მთელი შენი და შენი შნირების ისტერიები ამ თემაზე შენივე ფანტაზიებია. ჰოდა, შენი ბოლოდროინდელი კრუნჩხვები იმიტომ ხდება, რომ შენი ტყუილების დრო დასრულდა. შენ რომ აფერისტი ხარ, ჩვენ ეს 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ შენ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე. ახლა კი ყველა ყველაფერს ხვდება და თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, მალე მიხვდება. არ მეთანხმები? გაბედავ დებატებს? არ გინდა, რომ ხალხმა განსაჯოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? ერთი კაცი გყავდა, ვისაც დებატების არ შეეშინდა, და ის ციხეში გყავს, და მეორე კაცი, ეჭვი მაქვს, არ მოგეძებნება“, – წერს რაქვიაშვილი. 

ადვოკატი – მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება?

მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა -სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გელაშვილი წერს, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ.ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ.„მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ნაკლები ბრალდების ეპიზოდების პირობებშიც კი, მიუხედავად ბრალდებულთა სურვილისა, არ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული!ქრთამი - ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გარდა პირის ჩვენებისა, რომელმაც ამ ჩვენებით მიიღო სამართლებრივი სარგებელი, სასჯელის არათუ განახევრება, არამედ რეალური სასჯელის მესამედი!მე, როგორც ადვოკატი, სხვის საქმეს არ განვიხილავ, ყველას თავისი „სიმართლე“ და ღირსება აქვს, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, ვინც აბსურდულს უწოდებდა წერილს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნა, კიდევ ვერ დარწმუნდით?სწორედ ბრალის ასეთ ფორმულირებას გულისხმობდნენ, როცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების 1-%- იან დასაშვებობის გადაზღვევაზე წერდნენ! რუბიკონი გადალახულია!მივმართავ პროკურატურის მაღალჩინოსნებს: რამდენი ათასობით საქმე განიხილეთ და დღემდე იხილავთ 2012 წლამდე უკანონოდ, უსამართლოდ და ბევრიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანებისას? ბევრი გინახავთ საქმე, სადაც ოჯახის წევრებიც კი ადებდნენ ხელს ერთმანეთს, ზოგი თავისუფლების, ზოგი სიცოცხლის სანაცვლოდ, გინახავთ შეთითხნილი ბრალდებებით, ცრუ დასმენებით ციხეში გამოკეტილი ადამიანები. ეს იყო საშინელება, ეს იყო უდიდესი ბოროტება, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა - არა!ეს არა, მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს - არა, ნიშნავს უარს და გაფრთხილებას - აღარასოდეს, არავინ არ უნდა გაბედოს ადამიანების დევნა, პოლიტიკური ნიშნით, ვიღაცის, თუნდაც სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან, თორემ ისტორიას უყვარს გამეორებები!ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატუსების წევრისგან თავს ვიკავებ ამ ბოლო დროს, რადგან ჩემი, როგორც ადვოკატის პრეროგატივა სამართლებრივი დავაა, ჩემი ტრიბუნა სასამართლო სხდომის დარბაზია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიწევს განცხადებების გაკეთება, მით უფრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია და მას მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე მაინც მოდის, მოსდის ურმით, წვალებით, ოღროჩოღრო ბილიკებით, მაგრამ მაინც...ჩემი სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ანალიზის უნარი აქვს და არ არის პოლიტიკურად არაჯანსაღად ანგარიჟებული (მადლობა უფალს, ასეთი ბევრია) და არა იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზრის გადმოცემა მხოლოდ გინებით, ქუჩური მეტყველებით ან სხვისგან ნაკარნახევი მესიჯბოქსებით შეუძლია, ვინც ფულზე იყიდება და სხვას ამუნათებს ამ დროს, ვინც ირაკლიზე „მეტად ერთგულია“ ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ „ჩემზე მეტად მხარდამჭერია „ქართული ოცნების“. ასეთებთან კამათსაც კი არ აქვს აზრი და იცით რატომ? ადვოკატებმა არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც დავწერ - ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ, ერთი ძვირფასი ნივთიც კი! მაგრამ მაინც დარწმუნებით წერენ. ეს ნიშნავს, რომ ან გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა წერონ, რადგან ამაში ფულს უხდიან, ან წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარი არ აქვთ! ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა”, - წერს გელაშვილი.

ირაკლი კობახიძე – გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და პირველად ისტორიაში შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა – 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.„გაუმჯობესდა ასევე რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ჰქონდა დაკისრებული.„როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე, თუ წელიწადში შემოდიოდა, (შევარდნაძის დროა ეს), ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანასაც ორგანიზება გაუწია რუსეთის ფედერაციამ, სხვათა შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით. ეს ცალსახად უნდა ითქვას, მათ შორის იყო, მაგალითად, საია, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არა მხოლოდ ის. რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, მაგრამ წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, საია-ს ეკისრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები