კოსმოსში ისრაელიდან მეორე ასტრონავტი გაემგზავრება

16 ნოემბერს პრეზიდენტმა როუენ რივლინმა და მეცნიერების მინისტრმა იზჰარ შაიმ საზოგადოებას მეორე ასტრონავტი წარუდგინა. სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელი ცნობილი მფრინავი ეითან სტივა ამერიკული კოსმოსური ხომალდით კანავერალის კონცხიდან საერთაშოროსო კოსმოსურ სადგურისკენ 2021 წელს გაფრინდება. ხომალდის მეთაური ამერიკელი მაიკლ ლოპეს-ალეგრიასათვის ეს კოსმოსში მეხუთე მოგზაურობა იქნება. ეკოპჟის მესამე წევრის ვინაობა ჯერ არაა გარკვეული. ასტრონავტები მომზადებას აშშ-ში, გერმანიასა და რუსეთში გაივლიან.

გაფრენის პროგრამის თანახმად ეითან სტივა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 200 საათამდე დაჰყოფს. მონაწილებას მიიღებს სამეცნიერო ტექნიკური ექსპერიმენტების მომზადებასა და ჩატარებაში. და „კოსმოსური ხიდის“ საშუალებით ისრაელში ბავშვებს დაუკავშირდება.

„დღეს – ეროვნული სიხარულისა და სიამყის დღეა“- ასტრონავტის წარდგენის ცერემონიაზე თქვა როუვენ რივლინმა. „ვუსურვებ წარმატებას კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟს“ – დასძინა მან.

ეითან სტივა 62 წლისაა, მას 3 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს. 43 წლის განმავლობაში მსახურობდა მებრძოლ მფრინავად. იგი ლივანის 1982 წლის ომში Fß16 ესკადრილიას ხელმძღვანელობდა. საბრძოლო მოქმედებებისას საერთო ჯამში სირიის არმიის ცხრა თვითმფრინავი გაანადგურა. ერთერთი ბრძოლისას ოთხი.

პირველი ასტრონავტი ისრაელიდან ჰაიმ რამონი 2006 წლის 1 თებერვალს დაიღუპა შატლი კოლუმიის ექვს სხვა ეკიპაჟის წევრთან ერთად. კოსმოსურმა ხომალდმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა.

სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმი.

ფოტოზე ეითან სტივა

ფოტო ისრაელის მთავრობის პრესს-ბიურო

 

Comments

კომენტარები