კახა კალაძე -„ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც უმრავლესობის მოპოვება შეუძლია

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

„დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის. რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია ემზადება, ისე ემზადება „ქრთული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით მივაღწიოთ გამარჯვებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.

„პროცენტებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით მოიპოვოს უმრავლესობა, რათა კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments

კომენტარები