„ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე და ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე და ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა. რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებით დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ტერორითა და ძალადობით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას, თავისი ტელებიზიებით კი მოდელირებულ რეალობას გადმოსცემდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება.
არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.