ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობის დარეგულირება 2020 წლის
შემოდგომაზე ე.წ. „აბრაამის ხელშეკრულების“ თანახმად დაიწყო. 2021
წლის 30 მარტს კი ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის
კოლეგას ისრაელიდან გაბი აშკენაზის, ისრაელში ბაჰრეინის საელჩოს
გახსნის შესახებ აუწყა.
(ურთიერთობის სრულ ნორმალიზაციამდე, ისრაელს ბაჰრეინის
დედაქალაქ მანამში უკვე ჰქონდა საიდუმლო დიპლომატიური ოფისი,
რომელიც ცოტა ხნის წინ საელჩოდ გადაკეთდა).
ორი ქვეყნის ურთიერთობის განმავლობაში ბაჰრეინის პირველ ელჩად
ისრაელში ჰალედ იუსიფ ალ-ჯალაჰმა დაინიშნა. ის საგარეო საქმეთა
სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომელი იყო და რამდენიმე წლის
განმავლობაში ვაშინგტონში, ელჩის მოადგილედ იყო მივლენილი.
„ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნის
თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მშიდობიანი გეგმის
განსახორციელებლად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის
გამყარებისაკენაა მიმართული“ – თქვა მინისტრმა აშკენაზიმ
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალ-ზაიანისთან საუბრისას.
გაბი აშკენაზიმ მადლობა გადაუხადა ბაჰრეინის მონარქს სრული
დილომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის.
ამ დღეებში ისრაელში ბაჰრეინიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს
დელეგაციას ელიან, რომელმაც საელჩოს საქმიანობა უნდა გამართოს.
ორ ქვეყანას შორის აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა წელს
დაიწყო. 2021 წლის დასაწყისში ისრაელის კომერციულმა ბანკებმა
„აპოალიმმა“ და „ლეუმიმ“ ბაჰრეინის წამყვან ბანკებთან იწყეს
თანამშრომლობა. ხოლო, „საავიაციო კონცერნმა“ (AIA) ბაჰრეინის
ეროვნული ავიახაზების საკუთრებაში მყოფი თვითმფრინავების
მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამ კვირაში ისრაელის წლის მომარაგების ეროვნულ კომპანია
„მეკოროტსა“ და ბაჰრეინის ენერგეტიკისა და წყლის სამმართველოს
შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი.
„მეკოროტის“ სპეციალისტები კონსლტაციას გაუწევენ კოლეგებს
ბაჰრეინიდან ზღვის წყლის გამტკნარიანების პროექტების შექმნასა და
რეალიზაციაში, აგრეთვე კანალიზაციის წყლის გაფილტრვის
ორგანიზებასა და რესურსის ოპტიმალურად გამოყენების გზების
ძიებაში.
„აბრაამის ხელშეკრულების“ ხელმოწერის შემდეგ ბაჰრეინისა და
არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებმა პირველ
რიგში ისრაელის წყლის რესურსების მართვის ტექნოლოგიებით
გამოთქვეს დაინტერესება.
ბაჰრეინში მტკნარ წყალს მიწისქვეშა წყაროებიდან მოიპოვებენ და ეს
რესურსი იწურება. კუნძულზე ,არც მდინარეები და არც ტბები არაა.
ბოლო პერიოდში აშენებული გამტკნარიანების დანადგარები მტკნარი
წყლის მოთხოვნილების 36 პროცენტს აკმაყოფილებენ.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან
ფოტოზე: ბაჰრეინის ელჩი ისრაელში ჰალედ იუსიფ-ალ ჯალახმა
ბაჰრეინის საგარეო სამინისტროს ფოტო

Comments

კომენტარები