სამშაბათი, აპრილი 7, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვასა ყურძნის არჩაბარებას

მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ძალიან მალე დაიწყება რთველი. ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობა ეს არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას.

„სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. ასევე, შეგახსენებთ მაგალითისთვის, თუ რამდენიმე ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანია, წელს არის მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი წლიური შემოსავლები შეადგენს ასეულობით მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართული არის დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის: https://naec.ge/#/ge/post/3538წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: naec.ge“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციით, ხვალ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.გთავაზობთ ხარების დღესასწაულზე სათქმელ ტროპარ-კონდაკს:ტროპარი:დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.კონდაკი:ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთაგიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

დონალდ ტრამპი – მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს, ვგულისხმობ სრულ დანგრევას, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ჟენევის კონვენციის დარღვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე არ ღელავს და იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება არ მოუწევს.„თუ ფიქრობთ, რომ მათ მივცემ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს „ნიუ იორკ თაიმსში“ უთხრათ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ეს „კრიტიკული პერიოდია“ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ირანი.ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანი მიცემულ ვადას გადააცილებს, ირანს „არც ხიდები“, „არც ელექტროსადგურები“ არ ექნება და „ქვის ხანას“ დაემსგავსება.ტრამპის თქმით, მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს.„ვგულისხმობ სრულ დანგრევას 00:00 საათისთვის და ეს მოხდება ოთხი საათის განმავლობაში, თუ ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები