ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან

შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.

„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან – შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„დღეს ჟენევაში მივდივარ აშშ-ის გუნდთან ჩვენი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩასატარებლად. ბოლო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით გარკვეული ურთიერთგაგების პოვნა და ვფიქრობ, ამ ურთიერთგაგების საფუძველზე შეგვიძლია, შევქმნათ რაღაც, შეთანხმების სახით. ვფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული გარიგების მიღწევა შესაძლებელია. მზად ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, რასაც ვითხოვთ. მჯერა, რომ ჟენევაში არსებობს შესაძლებლობა, მივაღწიოთ შეთანხმებულ გადაწყვეტას, რომელიც იქნება სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.

მარკო რუბიო – უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს

უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს დამატებითი სანქციები დააწესა მათ ნავთობკომპანია „როსნეფტზე“. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის გაყიდვას. ჩვენ არ ვყიდით რუსეთისთვის იარაღს და არ ვუწესებთ სანქციებს უკრაინას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ან ერთადერთი სუბიექტი პლანეტაზე, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ჩვენ როლს დავკარგავთ, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, მჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტის მოთმინება უსაზღვროა? არა. მაგრამ არ ვაპირებ თქვენთვის ვიწინასწარმეტყველო, როდის ამოიწურება. შემიძლია, გითხრათ და ვფიქრობ, თქვენც გსმენიათ, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ ეს არ დასრულებულა, რადგან ის ამას სრულიად სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს“, – განაცხადა რუბიომ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლახან ვესაუბრე დონალდ ტრამპს, მადლობა გადავუხადე ყველა ძალისხმევისთვის და მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ასევე, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა აქტიურად მუშაობენ და მადლობა გადავუხადე ყველა ძალისხმევისთვის და მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ PURL ინიციატივას. ეს ზამთარი ყველაზე რთული იყო უკრაინისთვის, მაგრამ აშშ-სგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები გვეხმარება ყველა ამ გამოწვევის გადალახვაში და სიცოცხლის დაცვაში“,- წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს საკითხები, რომლებსაც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ხუთშაბათს, ჟენევაში განიხილავენ.ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ, ჟენევაში იმუშავებენ ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე განვიხილეთ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადება, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ მოლაპარაკებებზე ლიდერების დონეზე. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“,- წერს ზელენსკი.   

რასა იუკნევიჩიენე – ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი

სამწუხაროდ, მდგომარეობა კვლავ უარესდება და ეს სწრაფად ხდება. რა თქმა უნდა, ჩემმა ჩანაწერებში იგივე ციტატა შევიტანე კომისიიდან, რადგან მათზე უკეთ ვერ ვიტყვი საქართველოს მდგომარეობაზე, 2025 წლის მოხსენება ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებულ ყველაზე ცუდ მოხსენებად არის დახასიათებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა განაცხადა, ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების შესაბამისად, მოხსენება ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით.„ჩემს მოხსენების პროექტში განზრახ გავამახვილეთ ყურადღება ახალ მოვლენებზე და თავი შევიკავეთ წინა მოხსენებებში უკვე ნათქვამის გამეორებისგან. ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი. რეგრესი დაფიქსირდა ყველა იმ ცხრა პრიორიტეტზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს წარმოადგენდა. მაშინ, როდესაც მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად რჩება, მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებზეა დაფუძნებული. მოხსენებაში ხაზგასმულია იმ პირთა მიმართ მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. არ მაკვირვებს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა, თუმცა ძალიან ვნანობ, რომ ევროკავშირის დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები დროულად ვერ მიიღეს. ეს სერიოზული შეცდომა იყო“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.მისივე თქმით, ევროკავშირმა ვერ იმოქმედა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო.„მოხსენებაში არის გაფრთხილება, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება. ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პრინციპული პოზიციისთვის. ასევე, მადლობა ევროპარლამენტს, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და საქართველო მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილს ინარჩუნებს. გავიხსენოთ სახაროვის პრემიის კანდიდატი და შევახსენოთ ყველას, მისი ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია. ჩვენ არ შევწყვეტთ მისი და სხვების თავისუფლებისთვის ბრძოლას“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სადაც ის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომხენებელია.

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება – თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ...

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი "იმედისა" და "პოს ტვ"-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე "მაესტროს" მაყურებელმა დაამარცხა."იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება. იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ," - წერს თეა წულუკიანი.

ბოლო სიახლეები