სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

„ბატონო პრეზიდენტო,ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებიაროგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.

„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ლევან გოგიჩაიშვილი – ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია – ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“

დღეს ვისაც არ უნდა, ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-“გახარია საქართველოს” მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობას.“მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში კი არ წასულან , არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ “ქართული ოცნებიდან” წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა - დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე “ქართული ოცნება” “ნაცდებოდა” , ჩემი ადგილი იქ არ იყო.ჩვენ თავიდანვე თქვით, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. “ქართულ ოცნებას” უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობას”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.გოგიჩაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვიტეს კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა.“ჩვენ ვფირქობდით და უგუნურად მიგვაჩნდა, რომ თუკი არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას, ერთმანეთისთვის კონკურენცია გაგვეწია. შევსულიყავით ისეთ კონკურენვიაშია, სადაც არის ურთიერთბრალდებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მემორანდუმის გაფორმება. ფაქტობრივად გვეყოლება ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც წარდგენილები იქნებიან ჩვენი მხირდან. ნეიტრალური ნიშნავს, მათ შორის არაპარტიულსაც. ჩვენ ამ საკითხებზე სულ ვმუშაობდით, ახლა უკვე ინტენსიურად გაგრძელდებაის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს არიან მავნებლები, ამასთან, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა რომ ვიღაცებმა თქვეს - მშვიდობიანად დავამხობთო. ეს ხომ არასერიოზულია. ეს არის ილუზიები, რითაც ადამიანებს გზას უბნევენ. თეორიებით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომელთა პრაქტიკულად აღსრულება შეუძლებელია.ჩვენ ვთქვით, რომ არ ვართ რევოლუციონერები”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი თვის მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაბადებიდან ექვს დღეში, ინფექციის ფონზე დაეწყო ცხელება, რის შემდეგაც განუვითარდა იშემიური ინსულტი.ბოლო კვლევის მიხედვით, მართა შამანაძეს დაუდგინდა ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მძიმე ფორმა. ამჟამად ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.მართა შამანაძეს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა, რომელიც 61 855 დოლარს შეადგენს. შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება სტამბოლის „ლივ ჰოსპიტალში“.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE14BG0000000533972366 (GEL; USD)🔹„თიბისი“ ბანკი: GE72TB7273745064300094 (GEL; USD)მიმღები: თამრიკო ავალიანი (დედა).

ბოლო სიახლეები