ირაკლი ქადაგიშვილი – უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები და მათ დასჭირდებათ დეოლიგარქიზაცია ​

Read Time:57 Second

უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, არ აწყობთ, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას დეოლიგარქიზაცია კი არ აინტერესებს, მათ აქვთ ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი.

„სხვა ინტერესის სფერო არ აქვთ. მათ რაიმე სისტემური გადაწყვეტილება ან სისტემური მიდგომა არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მსოფლიოში მხოლოდ უკრაინული კანონი არსებობს, რომელიც მიღებულია იმიტომ, რომ რეალურად, უკრაინა ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ იყო. ეს კანონი მოწონებული აქვს ევროკომისიას და როცა საქართველოს რეკომენდაცია მისცეს, ითქვა, რომ ეს კანონი აღსრულებაში მოიყვანეთო. უკრაინაში ამ კანონს რაც მოჰყვა, ვიცით. ოლიგარქების ნაწილმა უკრაინა დატოვა. ეს კანონი ნეიტრალურად არის დაწერილი და არ არის მორგებული რომელიმე ქართულ ინტერესზე. ამის გადმოტანა არ აწყობთ, რადგან აღმოჩნდება, რომ თურმე ოპოზიციის დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ. ამიტომ, ეს კანონი მათთვის არის კატასტროფა. აღმოჩნდება, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია მათ დასჭირდებათ. მათ ასეთი კანონების მიღება არ უნდათ, უნდათ ერთადერთი – კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელიც არის სრული აბსურდი, ასეთი კანონები ევროპაში არ მიიღება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

მარიამ მაისურაძე

საინფორმაციო სააგენტო ,,ტიფლის ნიუსი” შეიქმნა 2018 წელს. სააგენტო 24 საათის განმავლობაში ავრცელებს ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კონტაქტი ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვის რამდენით ეზრდება ხელფასი, პენსია და სოციალური დახმარება
Next post მამუკა მდინარაძე – ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომპრომისზე რაღაც ხარისხით წამსვლელები ვართ, ოღონდ ევრორეკომენდაციის პუნქტი არ ჩაგვივარდეს