სამშაბათი, ივლისი 8, 2025

ირაკლი კობახიძე: გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში, დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე აფხაზ და ოს და – ძმებს

ჩვენ გვქონდა მშვიდობის და სუვერენიტეტის 10 წელიწადი. პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე – გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.

„სამი დღის წინ 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. საქართველოში მაშინ ჩამოყალიბებული იყო უმძიმესი რეჟიმი, დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის ღირსებისა და უფლების შელახვა იყო ყოველდღიური პრაქტიკა, ეს უზენაესი ღირებულებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გადავსებული ციხეები, – ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ბიზნესის რეკეტი – ესეც მათი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაული იყო. მთლიანად მოშლილი იყო დემოკრატიული სისტემა; ქვეყანას ჰქონდა სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია; ქვეყანას ჰქონდა სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ მართული სასამართლო სისტემა, მედია მონოპოლია – იჭრებოდნენ ტელევიზიებში, ჩამოაყალიბეს სრულად მონოპოლიზებული მედია გარემო. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ასევე ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები; მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად გაჩერდა წინსვლა დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომლითაც პრაქტიკულად გაუფორმეს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციას და საკუთარი ჯარი დაადანაშაულეს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ ღალატს ქართველი ხალხი მათ არასდროს აპატიებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც 2012 წლიდან ვერცერთ არჩევნებში წარმატებას ვერ აღწევენ. მათი ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებდა. საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ იყო შექმნილი არანაირი ქმედითი სოციალური გარანტიები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც დაგვხვდა 2012 წლისთვის. მას შემდეგ იყო ფუნდამენტური გარდატეხა როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში. აღმოიფხვრა ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, მხოლოდ ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ კი პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მეტყველებს პრაქტიკაზე, რომელიც ადრე იყო და იმაზე, როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. აღმოიფხვრა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლურალიზმი – იმ დროინდელ პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, მაშინ როდესაც დღეს პარლამენტში 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. მედია პლურალიზმი იყო ასევე სიახლე, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ტერიტორიების ოკუპაციებს, რუსეთის წინსვლა საქართველოში გავლენების გაფართოების კუთხით, მთლიანად გაჩერდა 2012 წელს – ნულოვანი წინსვლა ჰქონდა ტერიტორიების ოკუპაციის კუთხით. სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა მას შემდეგ. ორი გლობალური კრიზისის მიუხედავად ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მილიარდი, წელს გადასცდება 70 მილიარდს. აქაც ფუნდამენტური წინსვლა გვქონდა- მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი 4200 დოლარიდან 6 ათას დოლარამდე გაიზარდა. სიღარიბეს რაც შეეხება, გასული წლის მაჩვენებლებით 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი 450 ათასზე მეტი მოქალაქე სიღარიბიდან ამოვიდა, ამ წლის ბოლოს ნახევარ მილიონს გადასცდება. ბოლოს, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობის და სუვერენიტეტის 10 წელიწადი. პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს გარდატეხისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რომელიც 10 წლის წინ მივიღეთ ქვეყანაში. მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი, მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული 10 წლის განმავლობაში. გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში, საქართველო გამთლიანდება, დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

ბოლო სიახლეები