
ირაკლი კობახიძე – გვქონდა კონსულტაციები პარტიიდან წასულებთან და პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ჰქონდათ კონსულტაციები, რის თანახმადაც, ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას – „ქართულ ოცნებას“ 75 ხმა აქვს, კანონპროექტების მიღებისთვის საჭიროა 76 ხმა, დაუჭერენ თუ არა „ოცნებიდან“ წასული ხალხი მხარს 12 რეკომენდაციის შესრულებას?“.
კობახიძის თქმით, პარტიიდან წასულები რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები.
„ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან პრინციპული. მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს, პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ერთად ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები ამ მოძრაობის დეპუტატი წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაშა ბასლანძე: იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა – უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს, ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს
აუცილებლად მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს მოლოდინი თავიდანვე მქონდა - ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვეკუთვნოდა თავიდანვე. 15-ში სტატუსს მივიღებთ,...
ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან
თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსეთიდან მართული...
ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია
ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უკვე მისულია იმ აზრამდე, რომ საქართველო, როგორც ეს ხდებოდა მრავალი საუკუნის წინ, ნამდვილად არის ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე...
მიხეილ სააკაშვილი: სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი დიდი მოლოდინი...
იაგო ხვიჩია: მელია ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის, ჯიუტად დუმს და ამით ძირავს „ნაცმოძრაობას“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ, თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და...
ბორის ჩელე ყურუა: ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში
ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში, - ,- ამის შესახებ „გირჩი -...