თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში

ევროლოგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 63:66 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად თორნიკე შენგელია ორივე გუნდის კალათბურთელთა რიგებში საუკეთესოდ დასახელდა.

ქართველმა ლეგიონერმა 30 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 17 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

მომდევნო ტურში, 2 ნოემბერს „ბასკონია“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.

Comments

კომენტარები