სამშაბათი, ივლისი 15, 2025

თეა წულუკიანი: ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე შეფარვის გარეშე დაასხდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია

ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას უთხრა.

წულუკიანმა მისი იუსტიციის მინისტრობის 8-წლიანი პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდათ მათ საჭირო მტკიცებულებების შეგროვება სტრასბურგში სასამართლო პროცესის მოსაგებად. მინისტრმა ასევე გაიხსენა 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები ქართული ჯარის საწინააღმდეგოდ, კასეტური ბომბების გამოყნებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის ნარატივი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის იყო ის, თითქოს ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა იმისთვის, რომ ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, არსებული გეგმა რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში მთლიანად ჩავუშალეთ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიებისა და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებსა და ტყუილს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, ბატონის სერგი კაპანაძე, ბატონი ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს, იუსტიციის სამინისტრო ჩვენი ხელმძღვანელობით ქართულ ჯარს სათანადოდ არ იცავდა. სინამდვილეში მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვა შეგვძლებოდა. ისკანდერიც კი გაიტანეს ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა შემდეგ წლებში რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია. იმას, რომ ჩვენ რუსების წინაშე მართლები ვართ, ამტკიცებს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი. ის საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის სერგი კაპანაძეა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, თეა ბურჯალიანთან ერთად ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, მათივე სიტყვებით, „ჩააფლავა დავა“ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სამარცხვინო სამართლებრივი საფუძვლით, როდესაც ჰააგის სასამართლომ მათ უსაყვედურა, სანამ რუსეთს უჩივლებდით, გასაჩივრების გზები უნდა ამოგეწურათო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ლევან გოგიჩაიშვილი – ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია – ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“

დღეს ვისაც არ უნდა, ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-“გახარია საქართველოს” მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობას.“მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში კი არ წასულან , არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ “ქართული ოცნებიდან” წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა - დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე “ქართული ოცნება” “ნაცდებოდა” , ჩემი ადგილი იქ არ იყო.ჩვენ თავიდანვე თქვით, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. “ქართულ ოცნებას” უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობას”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.გოგიჩაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვიტეს კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა.“ჩვენ ვფირქობდით და უგუნურად მიგვაჩნდა, რომ თუკი არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას, ერთმანეთისთვის კონკურენცია გაგვეწია. შევსულიყავით ისეთ კონკურენვიაშია, სადაც არის ურთიერთბრალდებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მემორანდუმის გაფორმება. ფაქტობრივად გვეყოლება ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც წარდგენილები იქნებიან ჩვენი მხირდან. ნეიტრალური ნიშნავს, მათ შორის არაპარტიულსაც. ჩვენ ამ საკითხებზე სულ ვმუშაობდით, ახლა უკვე ინტენსიურად გაგრძელდებაის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს არიან მავნებლები, ამასთან, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა რომ ვიღაცებმა თქვეს - მშვიდობიანად დავამხობთო. ეს ხომ არასერიოზულია. ეს არის ილუზიები, რითაც ადამიანებს გზას უბნევენ. თეორიებით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომელთა პრაქტიკულად აღსრულება შეუძლებელია.ჩვენ ვთქვით, რომ არ ვართ რევოლუციონერები”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი თვის მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაბადებიდან ექვს დღეში, ინფექციის ფონზე დაეწყო ცხელება, რის შემდეგაც განუვითარდა იშემიური ინსულტი.ბოლო კვლევის მიხედვით, მართა შამანაძეს დაუდგინდა ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მძიმე ფორმა. ამჟამად ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.მართა შამანაძეს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა, რომელიც 61 855 დოლარს შეადგენს. შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება სტამბოლის „ლივ ჰოსპიტალში“.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE14BG0000000533972366 (GEL; USD)🔹„თიბისი“ ბანკი: GE72TB7273745064300094 (GEL; USD)მიმღები: თამრიკო ავალიანი (დედა).

ბოლო სიახლეები