თამარ მახარობლიძე: დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს

 

დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს,- იურისტი თამარ მახარობლიძე ,,მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

მისი თქმით, ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა.

,,ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც ამ არხზე ნეგატიურად გაშუქდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებამ ასევე წარმატებას მიაღწია, რაც იგივე წესით გაშუქდა ამ არხზე, თუმცა, უმძიმესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყველანაირ ზღვარს ცდება. საქმეს, რომელსაც უსწრაფესად იძებს სახელმწიფო და უკვე 17 ბრალდებული ჰყავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და უკვე მის ოჯახის წევრებაც უკავშირებენ. ცილისწამება და ე.წ. ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამგავარი სიუჟეტები მიზანმიმართულად არის მოგონილი, რომ შეიქმნას არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო, თუმცა, ამომრჩევლის მთავარი იარაღია ინფორმირებულობა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიების უნარი, რაც მიმდინარე წლის არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღების გარანტიაა”,- წერს თამარ მახარობლიძე.

დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს. ვირუსთან…

Posted by Tamar Makharoblidze on შაბათი, 27 ივნისი, 2020

Comments

კომენტარები