ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

თამარ მახარობლიძე: დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს

 

დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს,- იურისტი თამარ მახარობლიძე ,,მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

მისი თქმით, ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა.

,,ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც ამ არხზე ნეგატიურად გაშუქდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებამ ასევე წარმატებას მიაღწია, რაც იგივე წესით გაშუქდა ამ არხზე, თუმცა, უმძიმესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყველანაირ ზღვარს ცდება. საქმეს, რომელსაც უსწრაფესად იძებს სახელმწიფო და უკვე 17 ბრალდებული ჰყავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და უკვე მის ოჯახის წევრებაც უკავშირებენ. ცილისწამება და ე.წ. ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამგავარი სიუჟეტები მიზანმიმართულად არის მოგონილი, რომ შეიქმნას არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო, თუმცა, ამომრჩევლის მთავარი იარაღია ინფორმირებულობა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიების უნარი, რაც მიმდინარე წლის არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღების გარანტიაა”,- წერს თამარ მახარობლიძე.

https://www.facebook.com/100000422354858/posts/3437108459646532/?d=n

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, ჩვენი რომელი ბრალდებაა უსაფუძვლო, რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს დესტაბილიზაციისთვის მომართული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას

არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ამ ჯგუფების მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი.„მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, ისევე როგორც უკიდურესად სახიფათო პროცესებით, რომლებიც წამყვან ქვეყნებში მიმდინარეობს. შემზარავია საერთო სურათი, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ტელეეკრენებით თუ სხვა მედიასაშუალებებით.ასეთ ვითარებაში, არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ. მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!ასეთივე ხასიათისაა შიდა და გარე აქტორების მხრივ კარგად კოორდინირებული პროპაგანდა საქართველოში „დემოკრატიისაგან უკუსვლის“ შესახებ, როდესაც თავად შექმნეს დამნაშავეები და მათ ქმედებაზე კანონიერი რეაგირება ევროპული სტანდარტებისაგან გადაცდომად შეაფასეს; ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის. საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადავეების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა, ფიზიკურად გაანადგურეს, აწამეს და უფლებები აჰყარეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, წინაპირობები შეუქმნეს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას და დღესაც ცდილობენ, გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად, ეკონომიკურად მოშლილი და უფლებააყრილი. ესაა კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული რეალობა, რის გამოც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც სულ ახლახან ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლას საქართველოში, თანაც ახლა მაინც ხომ ნათლად ხედავენ ადრე უხილავ ძაფებს მართულ ქაოსსა და ევროპისათვის მწვავე პრობლემების გაჩენას შორის. გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან, მით უმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას“, – წერს ვოლსკი.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს.

რას იხსენებს ლანჩხუთის ,,გურიის” ყოფილი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე გიორგი ნემსაძეზე

,,გავიხსენებ ისტორიას გიორგი ნემსაძესთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ლანჩხუთის ,,გურიას" გუნდის უფროსი ვიყავი. თბილისში ჩამოვედი ფეხბურთელების დასამატებლად. რადგან რეზო ძოძუაშვილი ახლობელი იყო, მასთან მივედი. ,,გურიას" გასაძლიერებლად ორი ფეხბურთელი გვჭირდება მეთქი. ბატ. რეზომ მითხრა გიო ნემსაძეს და კახი გოგიჩაიშვილს დაელაპარაკეო. ეს დაუჯერებლად ჩავთვალე, მაგრამ მაინც ვცადე. ორივეს ლანჩხუთიდან აქვს ფესვები.( გიორგის დღესაც აქვს სახლი) შევთანხმდით, მაგრამ ლანჩხუთში ეს დაუჯერებლად ჩათვალეს. ( იმ პერიოდისთვის ეს ნიშნავდა, დღეს პედრის და იამალს რომ ეთქვა, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებ და თქვენთან ვითამაშებო) გიომ ,,გურიაში" ერთი სეზონი ითამაშა.,,დინამოს" 2:1 მოვუგეთ. გოლი ნემსომ გაიტანა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, გიორგის ასე ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს''-ამის შესახებ ლანჩხუთის გურიის ყოფილი მწვრთნელ თემურ ჩხაიძე წერს.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში მრავალი საქმის გამო

შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“, – წერს პაპუაშვილი.  

ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში – პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საფრთხეები იკვეთება, ერთ-ერთი კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.„გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში და ის მცდელობები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება. არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ რთულია და ზედმეტიც კია, რომ რაიმე სამართლებრივ ჭრილზე ვისაუბროთ, რადგან არსობრივად არ მსჯელობს სასამართლო არცერთ შუამდგომლობაზე.დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ გამოძახებას, რადგან სარჩელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ეხება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და სასამართლოსთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა მნიშვნელოვანი და გაუგებარია, თუ სარჩელი მას ეხება, რატომ არ არის წარმოდგენილი ის. ეს შიშია, რომლის გაგებაც არ უნდა სასამართლოს.ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეებად იმ მაღალჩინოსნების გამოძახებაზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და როგორც ხედავთ, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ არიან. გაუგებარია, თუ სისტემაზეა საუბარი, მათი გამოძახება მოწმეებად რატომ არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ თუ არ ჰქონდათ პრეტენზიები, დღეს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებასაც, მაგრამ სამართლებრივი მხარე აქ, როგორც დომინანტი მხარე, არ შეიძლება ჩაითვალოს.მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს.საფრთხეები თავად სარჩელში დიდია და მთავარი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამას დაემთხვა კობახიძის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. არავითარი სტატუს-კვოს შეცვლის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ვთვლით, რომ რუსეთის საფრთხეა ყველაზე მთავარი, რაც სარჩელში იკვეთება, ასევე ის, რომ ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული სარჩელები, ბათუმში წაშალოს.სწორედ წულუკიანის კომისიას, რომელიც ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო, ეყრდნობა სარჩელი. სწორედ იმისთვის იყო შექმნილი ეს კომისია, რომ გაგრძელებულიყო და დაგვირგვინებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში, საქართველო პროვოკატორ-აგრესორად არის მოხსენიებული, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ღალატია, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

ბოლო სიახლეები