ზურაბ ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ვარშალომიძეს თანმდევი დაავადება ჰქონდა. მას COVID-19-ის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

წარსულში გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები