ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

Read Time:26 Second

რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? – შესაბამისი გამოკითხვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინა-რუსეთის თემაზე სკანდალური ტვიტი გამოაქვეყნა.

მანამდე უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.

About Post Author

მარიამ მაისურაძე

საინფორმაციო სააგენტო ,,ტიფლის ნიუსი” შეიქმნა 2018 წელს. სააგენტო 24 საათის განმავლობაში ავრცელებს ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კონტაქტი ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“ – მასკი
Next post მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა