
ზელენსკი ილონ მასკს: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს, რათა თავად იხილოს ომი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს კონფლიქტის უკეთ გასაგებად.
„თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და ამას თავად იხილავ ზედმეტი სიტყვების გარეშე. ამის შემდეგ კი გვეტყვით, როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ ის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
3 ოქტომბერს, უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:
„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.

About Post Author
მარიამ მაისურაძე
Comments
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება. ფრანგულ BFMTV-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ...
ვოლოდიმირ ზელენსკი – ნახეთ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მას კლავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს. ინფორმაციას...
სტოლტენბერგი: ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება მოხდეს
იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს სახიფათო გზავნილი იქნება, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს...
ისრაელმა კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი
ცნობილმა ინგლისურმა კორპორაცია RC Components იანვრის ბოლოს მეცნიერებაში ლიდერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ მეცნიერული შრომების, პატენტების, მეცნიერ-მკვლევართა რაოდენობას...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მკაცრად ვგმობ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე საზარელ თავდასხმას, თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, თურქეთი მეგობარი და მოძმე...
დონალდ ტრამპი – ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია
ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია, – ასე გამოეხმაურა ამერიკის...