ორშაბათი, მაისი 11, 2026

ვოლოდიმი ზელენსკი – რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ, ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა

უკრაინის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპი. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების გადაადგილების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ. უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ახდენს და იქ პოზიციები იმდენად მყარად უკავია, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.

„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს და გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც ირანთან კოორდინაციით განხორციელდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ და ფრანგულ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ირანის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ მას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს.როგორც ემანუელ მაკრონმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მაგივრად გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც „ირანთან კოორდინაციით“ განხორციელდება.ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური მისია, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად დაახლოებით 50 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს.

მეუფე შიო – მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების...

მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

დონალდ ტრამპი – ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან

ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან (გადადება, გადადება, გადადება!) და ბოლოს „დიდი პრიზი“ მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გაწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.„თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს ენახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებითა და ჩანთებით ჩაიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი! 47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა „კვლავ დიდებულ“ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.

მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე, დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი თუ დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დიალოგი დანებებას არ ნიშნავს და ქვეყანა მტრის წინაშე თავს არასდროს დახრის.მისივე თქმით, ირანის მიზანს ერის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.„ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე და თუ დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს. პირიქით, მიზანია ირანელი ერის უფლებების და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია გვირჩევს, რომელი ნივთი არ უნდა გავაჩეროთ სახლში, რათა წარმატება არ დაგვებლოკოს.„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში. ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალ ვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე.  ასეთი არის თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთები გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე. ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, – ამბობს გოგა მანია. 

ბოლო სიახლეები