სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ვიქტორ ყიფიანი: შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები

ბანკმა ისარგებლა მეტად უნიკალურად შეთხზული საბაბით და დღემდე აჭიანურებს თანხების სრულად გადახდას. ამიტომაც, ჩვენ შემთხვევითი არ არის, რომ საქმეში ამ თანხებს ვუწოდეთ „მოპარული ფული“. ამდენად, ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, ეს ნდობითი ურთიერთობა დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები, რომელთანაც თქვენ, როგორც კლიენტს, არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გაქვთ – არანაირი მოთხოვნის უფლება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა, „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს მეტად უნიკალური, ეგზოტიკური და უჩვეულო გადაწყვეტილება 2018-ში ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები თქვა შემდეგი, რომ თურმე, ის თანხები, რომლებიც ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე, ეს არის დაახლოებით, 150 მლნ დოლარი, გადაირიცხა ბატონი ივანიშვილის ანგარიშიდან სხვა პირთა ანგარიშებზე, ამ თანხების გადახდა ბანკის მხრიდან დამოკიდებულია მესამე პირებისგან თანხის ამოღებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ისეთი უცნაური სიტუაცია, რომლითაც ბანკმა ისარგებლა, რომ თურმე, როდესაც თქვენ არჩევთ ბანკს, არჩევთ გარკვეული სანდოობის პრინციპით და მას ანდობთ ფულს, თურმე, ეს ნდობა ყოფილა პირობა დადებული, რომ თქვენ ეს ფული შეიძლება ბანკისგან დაიბრუნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, რამდენად შეძლებს ბანკი ამ თანხის ამოღებას მესამე პირთაგან. სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ამ მესამე პირებში ჩვენ შეგვიძლია თანაბრად მოვიაზროთ აწ გარდაცვლილი პატრის ლესკუდრონი, ასევე, ნებისმიერი მესამე პირი.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბანკმა ისარგებლა მეტად უნიკალურად შეთხზული საბაბით და დღემდე აჭიანურებს ამ თანხების სრულად გადახდას. ამიტომაც, ჩვენ შემთხვევითი არ არის, რომ საქმეში ამ თანხებს ვუწოდეთ როგორც „მოპარული ფული“. ამდენად, ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, ეს ნდობითი ურთიერთობა დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები, რომელთანაც თქვენ, როგორც კლიენტს, არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გაქვთ – არანაირი მოთხოვნის უფლება. მათაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება თქვენს მიმართ, თურმე მათი მხრიდან აქტიურ მოქმედებებზე, მათგან ფულის ამოღებაზე ყოფილა დამოკიდებული ბანკის მხრიდან თქვენდამი ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, შედეგი ძალიან უნიკალურია, საბანკო პრაქტიკასა და ინდუსტრიაში, რომ ბანკი გადის თავისი ვალდებულებების ბარიერიდან და ის არა პირდაპირ ვალდებული არის თქვენთან, არამედ ფულის გამტარია. სხვა რომ არაფერი მისი ვალდებულების არეალი თქვენს მიმართ, როგორც კლიენტის მიმართ, მცირდება და თქვენ დამოკიდებული ხდებით, რამდენად აქტიური იქნება ბანკი მესამე პირებისგან თანხის ამოღებაზე, ან რამდენად ნებაყოფლობით შეასრულებენ ის მესამე პირები ბანკის მიმართ თავის ვალდებულებებს. ეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც საბანკო ნდობა აბსოლუტურად თავდაყირაა ამოყირავებული და ასეთ ამოყირავებას საფუძველი დაუდო, არც მეტი და არც ნაკლები, სანაქებო შვეიცარიის მართლმსაჯულებამ“, – განაცხადა ყიფიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ლევან გოგიჩაიშვილი – ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია – ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“

დღეს ვისაც არ უნდა, ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-“გახარია საქართველოს” მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობას.“მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში კი არ წასულან , არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ “ქართული ოცნებიდან” წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა - დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე “ქართული ოცნება” “ნაცდებოდა” , ჩემი ადგილი იქ არ იყო.ჩვენ თავიდანვე თქვით, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. “ქართულ ოცნებას” უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობას”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.გოგიჩაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვიტეს კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა.“ჩვენ ვფირქობდით და უგუნურად მიგვაჩნდა, რომ თუკი არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას, ერთმანეთისთვის კონკურენცია გაგვეწია. შევსულიყავით ისეთ კონკურენვიაშია, სადაც არის ურთიერთბრალდებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მემორანდუმის გაფორმება. ფაქტობრივად გვეყოლება ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც წარდგენილები იქნებიან ჩვენი მხირდან. ნეიტრალური ნიშნავს, მათ შორის არაპარტიულსაც. ჩვენ ამ საკითხებზე სულ ვმუშაობდით, ახლა უკვე ინტენსიურად გაგრძელდებაის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს არიან მავნებლები, ამასთან, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა რომ ვიღაცებმა თქვეს - მშვიდობიანად დავამხობთო. ეს ხომ არასერიოზულია. ეს არის ილუზიები, რითაც ადამიანებს გზას უბნევენ. თეორიებით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომელთა პრაქტიკულად აღსრულება შეუძლებელია.ჩვენ ვთქვით, რომ არ ვართ რევოლუციონერები”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ბოლო სიახლეები