ორშაბათი, მარტი 16, 2026

„ვირტუსის“ გენერალური დირექტორი – შენგელიას დაბრუნებას ოქტომბრის ბოლოსთვის ველით

სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას შესახებ. მისი გუნდის, „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თოკო, შესაძლოა, მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მან მხრის ტრავმა 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო. ამის გამო ევრობასკეტიც გაუცდა. თორნიკე ამჟამად იტალიაშია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ავუდუ აბასი მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს შეუერთდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, შესაძლოა, ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს. მათ არყოფნაში ახალწვეულებმა თავი კარგად წარმოაჩინეს“, – განაცხადა „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

შენგელიას არყოფნაში ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასზე „მილანი“ დაამარცხეს და სეზონი ტიტულით გახსნეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, შირაზსა და თავრიზში „ფართომასშტაბიანი“ საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ ხორციელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანიდან ბალისტიკური რაკეტის ახალი გაშვება შენიშნეს.ირანის ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში განგაშის სიგნალები ხმა ისმის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან კიდევ ერთი რაკეტის გაშვების შესახებ, რის გამოც იერუსალიმის ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო.

მასუდ ფეზეშქიანმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „ირანი არ იყოყმანებს აგრესორებთან დაპირისპირებისას“

ირანი არ იყოყმანებს აგრესორებთან დაპირისპირების დროს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ირანული მედიის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფეზეშქიანმა დეტალურად ისაუბრა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციის მასშტაბებზე და აღნიშნა, რომ აგრესორები აგრძელებენ თავდასხმებს სხვადასხვა სამიზნეზე, მათ შორის სამოქალაქო ცენტრებზე.ირანის პრეზიდენტმა კონკრეტულად მოიხსენია ირანის ორ კუნძულზე, ხარგსა და აბუ მუსაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები სპარსეთის ყურის გარკვეული ქვეყნების ტერიტორიიდან განხორციელდა.„ირანის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმებისთვის ამერიკის განკარგულებაში მიწისა და ობიექტების განთავსება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და კეთილმეზობლობის პრინციპს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.მასუდ ფეზეშქიანმა გააკრიტიკა გარკვეული ევროპული ქვეყნების დესტრუქციული მიდგომა ისრაელისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მიმართ და მოუწოდა მათ, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და კანონის უზენაესობა გლობალურად.

ბოლო სიახლეები