პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

ვახტანგ გომელაური: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს
ბინას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

17 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 17 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი). სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299''-ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – გახარია „ჰერტის სკოლას“ აჰყავს თანამშრომლად, ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად

ჩვენ ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. მათ შორის NED-თან დაკავშირებულ „ჰერტის სკოლას“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა, პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და იმისა, როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.„ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ეს ყველაფერი გაფორმებული, თითქოს მან უნდა აწარმოოს კვლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს, ინტერვიუებს ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან. პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიის თუ სხვადასხვა დედაქალაქის, სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება, მათი ხელფასზე ყოფნა, რათა გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი.გერმანიაში როცა ხდება დაფინანსება, ყურადღებას აქცევენ, არის თუ არა ის პოლიტიკურად აქტიური პირი და როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე ამ დროს პოლიტიკურად აქტიურ პირთან, ვინაიდან არ მოხდეს პოლიტიზება და გაიგივება ამა თუ იმ ინსტიტუციის სხვადასხვა პოლიტიკოსის პლატფორმასთან. აქაც კი, საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია მათ შორის ამ დაწესებულებამ. ადამიანს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, ეს ადამიანი პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და კარგი მაგალითი, როგორ ხდება მოქალაქეობით დაქირავება ქართველი პოლიტიკოსებისა, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.გახარიას შეეფარდა გუშინ წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. დიდი იმედი არ მაქვს, იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, როდესაც დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათ შორის გერმანიაში, კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ამ შემთხვევაში, ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ.  იდი ხანი მიდიოდა გამოძიება. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია, ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია და სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან სწორედ შტურმის გამო, თუმცა რაც შეეხება მართვას, მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დანარჩენს ყველაფერს სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.

გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.ამის შესახებ „ჰერტის სკოლის“ ვებგვერდზეა ნათქვამი.„ამჟანად გიორგი გახარია „ჰერტის სკოლაში“ მკვლევარია. ასევე, ის არის მიწვეული-მკვლევარი „ჰერტის სკოლის“ ჟაკ დოლორის ცენტრში, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების პრიზმით. კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, მათ შორის ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს“, – აღნიშნულია „ჰერტის სკოლის“ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში, თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, ასე მოქმედებენ რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“

21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მარიონეტების ჯგუფის ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად.„პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – პროცესების პირდაპირ ყოველდღიური ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“. ასე რომ, ეს სამარცხვინო ფაქტია. 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

როგორ უნდა გაიგოთ ყიდვისას, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილობრივ ფერმაში გაზრდილი – სპეციალისტის რჩევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი, თეა ჩალიგავა, გადაცემაში "შუადღე"საუბრობს, როგორ უნდა შევარჩიოთ ხორცი სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას:,,სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში სურსათის შეძენისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. განსაკუთრებით მალფუჭებად, მაღალი რისკის სურსათს ვგულისხმობ, როგორიცაა, ხორცი და ხორცპროდუქტები.პირველ რიგში, როდესაც ხორცის შეძენას გადაწყვეტთ, მოსახლეობას ვთხოვ, რომ შემდეგ ნიშნებს ყურადღება მიაქციოს: ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში უნდა იყოს განთავსებული. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები. ასევე, ტემპერატურული რეჟიმები გათვალისწინებული უნდა იყოს. ახალი ხორცისთვის ეს 2-დან 6 გრადუსამდე, გაყინული ხორცის შემთხვევაში, -18 გრადუსია. ეტიკეტი აუცილებლად მოითხოვეთ. ეტიკეტი არის თანდართული დოკუმენტი, რომელზეც სარეალიზაციო დახლზე განთავსებული ხორცის შესახებაა ინფორმაცია. კერძოდ, რომელ ქვეყანაშია დაკლული, იმპორტირებულია თუ არა ხორცი, როდის დამზადდა და ასე შემდეგ.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ხორცს შევიძენთ, ამ ხორცით მთელი ქალაქი არ მოვიაროთ. დილით რომ ვიყიდით, საღამოს არ უნდა მივიტანოთ სახლში. თუ თერმოჩანთით დადიხართ, ჰიგიენური პირობები დაცულია, გაქვთ იმის უზრუნველყოფის საშუალება, რომ ტემპერატურა დაიცვათ, მაშინ პრობლემას არ წარმოადგენს.დაუშვებელია, სურსათი, რომელიც საყინულეში შევდეთ, გავალღოთ და შემდეგ ისევ გავყინოთ. თუ ახალი ხორცი შევიძინეთ, დიდი ულუფაა და ერთი კერძისთვის არ გვინდა, ამდენის გამოყენება, დიასახლისს შეუძლია, დაანაწილოს და მაშინვე გაყინოს.ხორცი სამაცივრე პირობებში, 4 გრადუსზე უნდა გალღვეს. თუ ხორცი შეფუთულ მდგომარეობაში იქნება, გამდინარე წყლის ქვეშ შეიძლება. უშუალოდ, მომზადების წინ, მიკროტალღურ ღუმელშიც შეიძლება, გალღვეს.

ბოლო სიახლეები