სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

ვახტანგ გომელაური: მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 5 ადამიანია გარდაცვლილი, გარდაიცვალა ჩვენი ერთი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვატანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარი თავდახმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2006 წლიდან მუშაობდა 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, დამნაშავემ კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და დამნაშავე საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. ადგილზე ასევე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლებოდა ის იყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები, რომლებმაც ახლა დაასრულეს მუშაობა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, კომენდანტის საათი დედაქალაქის რამდენიმე უბანში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.ამასთან, პარიზის რამდენიმე უბანში დემონსტრაციების გამართვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე აიკრძალა.კომენდანტის საათი ნიცაშიც დაწესდა. ნიცის მერმა, ერიკ ჩიოტიმ, ქალაქში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ამოქმედდება და კვირამდე გაგრძელდება. მერის განცხადებით, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვნებზე გავრცელდება.კომენდანტის საათი ამოქმედდა ლიონშიც. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს – მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია...

ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? – იაგო ხვიჩია

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ევროპულ ღირებულებებსა და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.მისი თქმით, ევროპა არ არის ერთგვაროვანი და იქაც ხდება ცუდი მოვლენები, რის გამოც ევროპული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის კრიტიკა სრულიად შესაძლებელია, თუმცა, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ევროპას ალტერნატივად."ვინ თქვა, რომ ჩვენ ევროპელებმა ჩვენ დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და თქვენ მოხვალთ აუცილებლად ჩვენთანო? მთელი პრობლემა იმან გამოიწვია, იმის განმარტებამ, რა არის ევროპელობა. აქამდე ამას განმარტავდნენ ევროპელები, ამიტომ ჩაერივნენ ისინი ამ ბრძოლაში "ქართულ ოცნებასთან" და "ქართული ოცნება" აღმოჩნდა ხალხის ერთობლიობა, რომელიც იძახის, თქვენ რა იცით, რა არის ევროპელობაო, მე ვიცი, რა არის ევროპელობაო! ჩვენ გასწავლით იქით, რა არის ევროპელობაო! თან, რით ვასწავლით? ვასწავლით პარტიების აკრძალვით, ენჯეოების ფინანსების დევნით, ვასწავლით გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით და ტროტუარზე ხალხის დაჭერით, ვასწავლით პაატა მანჯგალაძის და გია ბარამიძის ციხეში ჩაჯდომით, ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ვაჩვენებთ ღიად და საჯაროდ, რომ ფეხებზე გვკიდია მტკიცებულებები და თან ვეუბნებით, რომ ეს არის ევროპაო და ისინი რამეს რომ იტყვიან: იცით, რა ხდება ევროპაში? ვიცით, რომ ევროპაში ბევრი ცუდიც ხდება, განა ევროპა ერთგვაროვანია? განა ევროპაში ყველაფერი კარგად არის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურ საქმეა და თუ ამ თემას ოდნავ მოადუნებ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მტრები ამით ისარგებლებენ. ამ გაგებით, ევროპის კრიტიკაც არის შესაძლებელი. მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ? ის რა არის, რასაც ჩვენ ვეუბნებით ევროპელებს, რომ ჩვენ ქართველები ამით ვამაყობთ, - ადამიანის უფლებების გაგება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის თავისუფლების და სიცოცხლის პატივისცემა - რა ღირებულებაზე ვდგავართ? ამას ხომ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. რა არის ის, რასაც სთავაზობ ევროპელებს? კარგი შთაბეჭდილება რომ უნდა შეუქმნა საქართველოზე. მე არ მშურს ქართველი დიპლომატების ბედი ჩვენს ეპოქაში, რადგან ეს პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. მე რომ დიპლომატი ვიყო, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამის გაგრძელება რომ უნდა გვქონდეს საგარეო პოლიტიკაში, ის, როგორ უნდა გავიტანო, ისე, რომ ვინმეს მოვაწონო? ამიტომაც არ გამოდის არაფერი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება, შემდეგ შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და დაშლის

დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები სახლებში დაიჭირონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.მისი თქმით, ამ რუსულ შავ ჭირს მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.„დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს, ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები