ესტონურ მოდელზე დაყრდნობით ახალი პროფესიული პროგრამა შემუშავდა

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 2020 წლის გაზაფხულიდან, სოციალური მედიის მართვის პროფესიულ დონეზე შესწავლა შეეძლებათ.

ახალი პროგრამა შემუშავდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, PMC კვლევითი ცენტრის, ტალინის ეკონომიკური სკოლის, მარკეტინგული სააგენტო GINGERS-ის და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის თანამშრომლობით.

პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინეს ესტონური გამოცდილება და მოდელი, რომელიც უკვე წარმატებით მუშაობს.

”სოციალური მედიის მართვაზე” დაშვების მსურველს უნდა ჰქონდეს სრული საშუალო განათლება და შესაძლოა, მოთხოვნებში ჩაიდოს ინგლისურის რომელიმე დონეზე ცოდნა.
ლექციები

ჩაარდება გლდანის პროფესიულ კოლეჯში, ასევე კონკრეტულ კომპანიებში, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის თქმით, პროექტი არის მცდელობა იმისა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნას პროფესიული მომზადების ისეთი პროგრამა, რომელზეც შრომით ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

„დღეს, პროფესიული განათლების სისტემას უჭირს, უპასუხოს შრომითი ბაზრის საჭიროებებს საქართველოში. კერძო სექტორის ნდობა კოლეჯების მიმართ დაბალია და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები – საკმაოდ იშვიათი. ჩვენი პროექტი არის მცდელობა იმისა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შევქმნათ პროფესიული მომზადების ისეთი პროგრამა, რომელზეც მაღალია მოთხოვნა შრომით ბაზარზე და ხელი შევუწყოთ მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორსა და კოლეჯებს შორის“, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
სოციალური მედიის მართვის სწავლება 16

კვირიანი იქნება, რაც საერთო ჯამში, 99 საათს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით მაქსიმალურად მაღალ დონეზე შეასწავლონ სტუდენტებს აღნიშნული პროფესია.

Comments

კომენტარები