ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

ეკა სეფაშვილი – 12 რეკომენდაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ კი წინასწარ, სტატუსის მისაღებად

საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩვენ კი ეს რეკომენდაციები მივიღეთ წინასწარ, სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას და გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. რაც შეეხება კრიტერიუმებს ამ პროგრესის შესაფასებლად, ეს უნდა იყოს გამოყენებული, რადგან არის სასარგებლო ინსტრუმენტი, როგორ ვაღწევთ ამ 12 რეკომენდაციას. სხვა ობიექტური ინსტრუმენტი პროგრესის შესაფასებლად არ არსებობს, რადგან აღქმა არის პერსონალური განსჯა და ამიტომ უნდა გვქონდეს ობიექტური ზომები. ცხადია, თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს და ახლა ბურთი თქვენს მხარესაა. თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ უნდა მიღებულიყო“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – რადიკალების მხრიდან ვნახეთ მცდელობები, მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამჯერად მაინც წინა პლანზე დაეყენებინათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება მნიშვნელოვანია და უნდა გაირკვეს, რა არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების მიზეზი – ესაა ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის.„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა. ვგულისხმობ, ზოგადად ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა. თავდაპირველად, ჩვენ ვნახეთ მცდელობები რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამჯერად მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე. და ვნახეთ მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც, პრინციპში, ყველა თანხმდება, რომ რაც შეხება სასურსათო პროდუქტებს, ფასები არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ შევადარებთ მას იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება იმპორტი. მეორე – მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები, დღგ და ასეთი საკითხები, რეგულაციები, ჩავარდა, თავად რადიკალების მხრიდანვე უარყოფილ იქნა, რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია. არანაირი კავშირი ამ მხრივ დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წლებია, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა.„არანაირი ახსნა ამას არ ექნებოდა. შესაბამისად, ყველა ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს თავდაპირველად, ჩავარდა. ახლა მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე. არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის. კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა თავისუფალი ბაზრის შესახებ და ის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ. იცით, რომ დაანონსებულია პარლამენტის მხრიდან სპეციალური კომისიის შექმნა, თებერვალშივე, როცა საგაზაფხულო სესია დაიწყება, ეს იქნება ღია პროცესი, სადაც პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებთან ერთად, საზოგადოების თვალწინ შეეცდება, გაარკვიოს, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა. ვიცით, ფასები მისი წარმოშობის ადგილას რა არის, ვიცით ტრანსპორტის ხარჯები, საზღვარზე შემოსვლისას რა ფასით შემოდის და ვიცით, საბოლოო ჯამში, დახლზე რა ფასად იყიდება. სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ, ეს სხვაობა საიდან მოდის, რამდენად ობიექტურია ამ სხვაობის არსებობა. ობიექტური თუ არ არის და არის გარკვეული მცდელობა, რომ იყოს ჭარბი მოგება მოსახლეობის ხარჯზე, ესეც გავარკვიოთ, როგორ ხდება, არსებობს თუ არა ამის უკან რაიმე კარტელური შეთანხმებები და დარღვევები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას,  როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც  მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული  ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს.  მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე,  რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ემანუელ მაკრონი – პროგრესს მივაღწიეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება

ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.მაკრონის თქმით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, დღეს საღამოს მონაწილეობა მივიღე ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში. შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებს, რათა დავასრულოთ თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილი“, – წერს მაკრონი.

ნიუ-ჯერსიში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა – არის მსხვერპლი

მსხვერპლი ავიაკატასტროფის შედეგად ნიუ-ჯერსიში. ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ორივეს ბორტზე მხოლოდ თითო პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.ავიაკატასტროფა ქალაქ ჰამონტონში მუნიციპალურ აეროპორტთან ახლოს მოხდა. შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

დონალდ ტრამპი – რუსეთი უკრაინას დაეხმარება, რუსეთს სურს უკრაინის წარმატება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„რუსეთი მათ დაეხმარება. რუსეთს სურს უკრაინის წარმატება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ, მათ შორის ელექტროენერგიის და სხვა რამის მიწოდების კუთხით ძალიან დაბალ ფასებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კარგ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში დასრულდება, ცუდ შემთხვევაში, უფრო დიდხანს, ხოლო თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება.დონალდ ტრამპის თქმით, ის მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, თუ ეს დაეხმარება შეთანხმებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ამასთან, ტრამპმა ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თანამშრომლობს უკრაინასთან ელექტროსადგურის გახსნაზე.„როგორც იცით, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება, დაიწყოს მუშაობა დაუყონებლივ და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრე. პრეზიდენტი პუტინი მუშაობს უკრაინასთან მის გახსნაზე. ის შეიძლება, სწრაფად გაიხსნას. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაც.„ვხედავ, რომ ეს მოხდება შესაბამის დროს. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ეს მოხდეს. მან ძალიან მკაფიოდ მითხრა, მე მჯერა“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძირითადი როლი ევროპას ეკისრება გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თუმცა შეერთებული შტატები ამას მხარს დაუჭერს.

ბოლო სიახლეები