სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

ეკატერინე ტიკარაძე: აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს

ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.

ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ გლობალური ჩაკეტვები არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი IAEA-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლებს შეისწავლის

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინირებულ კვლევით პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კვლევითი მიდგომების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი შედეგი ალაზნის აუზის „ციფრული ტყუპის“ პროტოტიპის შექმნა იქნება. ციფრული ტყუპი არ წარმოადგენს მხოლოდ ტერიტორიის რუკას ან მის სამგანზომილებიან გამოსახულებას. იგი მონაცემების, ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელებისა და ხელოვნური ინტელექტის მეთოდების ინტეგრირებულ ციფრულ გარემოს გულისხმობს, რომელიც მკვლევრებს მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებული პროცესების კომპლექსური ანალიზისა და სხვადასხვა სცენარის მოდელირების შესაძლებლობას მისცემს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ნალექების რეჟიმის, ტემპერატურისა და მიწათსარგებლობის ცვლილებების პირობებში მიწისქვეშა წყლების შევსების პროცესზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლა. პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროლოგიურ, საინჟინრო, გეოინფორმაციული სისტემებისა და კომპიუტერული მოდელირების მიმართულებებით დაგროვილ გამოცდილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის იზოტოპური ჰიდროლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის მიმართულებებით დაგროვილ ცოდნასა და ხანგრძლივი დაკვირვებების მონაცემებთან. ასეთი ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ქმნის საფუძველს განსხვავებული სამეცნიერო მეთოდების ინტეგრირებული გამოყენებისა და მიწისქვეშა წყლების დინამიკის უფრო სრულყოფილი შესწავლისთვის. პროექტის მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ცოდნისა და მეთოდების ერთიან კვლევით სისტემაში გაერთიანებით. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ბუნებრივი პროცესების კომპლექსურ გააზრებას და ქმნის მეცნიერულ საფუძველს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემდგომი სრულყოფისთვის“, - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე IAEA -ის პროექტში მკვლევართა წარმატებას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კოორდინირებულ კვლევით პროექტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შესწავლა იგეგმება. კვლევა რამდენიმე თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებას გააერთიანებს, მათ შორის, იზოტოპურ ჰიდროლოგიას, გეოინფორმაციულ ანალიზს, ფიზიკურ მოდელირებასა და პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტს. აღნიშნული მიდგომების გამოყენება ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შესწავლისა და შესაბამისი მონაცემების კომპლექსური ანალიზის შესაძლებლობას შექმნის.კვლევას ხელმძღვანელობს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი და პროექტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (Chief Scientific Investigator, CSI) ირმა ინაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი და პროექტის მეორე მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (Secondary CSI) ნინო კაპანაძე, სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა, პროფესორი ზაალ ცინაძე, თსუ-ის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უმცროსი სპეციალისტი ელენე ჩიკვილაძე.სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის თქმით, ალაზნის აუზი საქართველოს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, სადაც წყლის რესურსების მდგომარეობა გარემოსა და ეკონომიკური საქმიანობისთვის არსებითია. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, რთული რელიეფის, გეოლოგიური აგებულებისა და ნალექების სეზონური განაწილების პირობებში ყოველთვის მარტივი არ არის იმის დადგენა, სად და როდის ივსება წყალშემცველი ჰორიზონტები, როგორ უკავშირდება მდინარის წყლები მიწისქვეშა სისტემას და რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვალებადობა მიწისქვეშა წყლების მარაგზე.„ტრადიციული ჰიდროლოგიური დაკვირვებები მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენებს, საიდან მოდის წყალი და რა გზით გადაადგილდება იგი. იზოტოპური მეთოდები კი დამოუკიდებელ მტკიცებულებებს იძლევა წყლის წარმოშობის, შევსების სიმაღლითი ზონის, სეზონურობისა და ცირკულაციის შესახებ. კვლევის მიზანია ამ მონაცემების სივრცით ანალიზთან და ჰიდროლოგიურ მოდელებთან დაკავშირება, რათა შეფასდეს ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლების შევსება და ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ მათი მოწყვლადობა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.პროექტში მიწისქვეშა წყლების მოწყვლადობის საინჟინრო შეფასებაზე, შევსების პროცესების ანალიზსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულ ჰიდროლოგიურ სცენარებზე მომუშავე პროფესორ კონსტანტინე ბზიავას თქმით, სამუშაოების პირველ ეტაპზე მკვლევრები წლების განმავლობაში დაგროვებულ იზოტოპურ, ჰიდროქიმიურ და ჰიდროგეოლოგიურ დაკვირვებებს ერთიან სივრცით-დროით მონაცემთა ბაზაში გააერთიანებენ: „დასამუშავებელია როგორც თანამედროვე ციფრული ინფორმაცია, ისე ისტორიული საარქივო მასალები. გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მეშვეობით მათ დაემატება რელიეფის ციფრული მოდელები, გეოლოგიური და ნიადაგური მონაცემები, მიწათსარგებლობის რუკები, კლიმატური მაჩვენებლები და თანამგზავრული დაკვირვებები. ყველა მონაცემი გაივლის ხარისხის, სიზუსტისა და თავსებადობის შემოწმებას“, - აცხადებს პროფესორი.ციფრული ტყუპის არქიტექტურისა და პროტოტიპის განვითარების, GIS-ისა და გამოთვლითი მოდელების შედეგების ინტეგრაციასა და ვიზუალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესორის ზაალ ცინაძის თქმით, კვლევის მეორე მიმართულებაა იზოტოპებზე დაფუძნებული ჰიდროლოგიური კონცეპტუალური მოდელის დაზუსტება. როგორც ცინაძე აცხადებს: „მეცნიერები ერთობლივად გააანალიზებენ სტაბილურ იზოტოპებს, ტრიტიუმს, რადონს და ჰიდროქიმიურ მაჩვენებლებს. სამუშაოები დაეყრდნობა ალაზნის აუზში უკვე დაგროვილ კვლევით გამოცდილებას, მათ შორის იზოტოპური მონაცემებით გამდიდრებულ JAMS/J2000 ჰიდროლოგიურ მოდელს. ეს ხელს შეუწყობს მთიანი ზონებიდან მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტებამდე წყლის გადაადგილების, შევსების სეზონურობისა და მდინარესთან კავშირის უკეთ გააზრებას“.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევა - „იზოტოპური ჰიდროლოგიიდან ციფრულ ტყუპამდე: ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება ალაზნის აუზში მიწისქვეშა წყლების შევსებისა და მოწყვლადობის შეფასებისთვის“ (From Isotope Hydrology to a Digital Twin: Responsible Artificial Intelligence for Groundwater Recharge and Vulnerability Assessment in the Alazani Basin) - ხორციელდება IAEA-ის კოორდინირებული კვლევითი პროექტის ფარგლებში, ოთხწლიანია და 2030 წელს დასრულდება.

ლიზა იასკო სააკაშვილის შემოსავლის მესამედს ითხოვს – სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა – რას წერს უკრაინული მედია

უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის რჩე­ნის­თვის ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბას ითხოვს. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკიე ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, იას­კოს სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა 2026 წლის 30 ნო­ემ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.სა­სა­მარ­თლოს­თვის წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მო­სავ­ლის ერთი მე­სა­მე­დის და­კის­რე­ბას ითხოვს. ამას­თან, ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის ბავ­შვის­თვის დად­გე­ნილ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ათ­მაგ ოდე­ნო­ბას. თან­ხის გა­დახ­და სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის დღი­დან ბავ­შვის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს.უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, იას­კომ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ე­ვის შევ­ჩენ­კოს რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს 2026 წლის აპ­რილ­ში მი­მარ­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე კი­ე­ვის ოლ­ქის კივო-სვი­ა­ტო­ში­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. ალი­მენ­ტის მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­საც ითხოვს. ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი არ არის.საქ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხი ქა­ლიშ­ვილს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა. მისი თქმით, დე­და­მის­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და და ჟას­მინს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა აჩუ­ქა.უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ასე­ვე წერს, რომ 2023 წელს ჟას­მი­ნი კი­ევ­ში, თით­ქმის 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­და. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5,6 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნია იყო. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო და­მა­ტე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დე­ბის და­სა­ფა­რად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის გამო ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მის აღ­ზრდა­ში პი­რა­დად ჩა­ერ­თვე­ბა.

როცა ძროხები დაფრინავენ: რიგის აეროპორტში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ტესტირება დაიწყო

რიგიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი ამ თვეში ორი საცდელი რეისით განხორციელდა. „ლატვიის რადიოს“ მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით, ესტონეთიდან, რიგის აეროპორტის გავლით, ტაშკენტში 240 მოზვერი გადაიყვანეს.ცოცხალი პირუტყვის გადამყვანი პირველი ავიარეისების შესრულება ავიამომსახურების კომპანია AG Handlings-ის სატვირთო ტერმინალის ინფრასტრუქტურის ადაპტირების შედეგად გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პირუტყვის გადასაყვანი სპეციალური ზონა ვეტერინარული მოთხოვნებისა და ცხოველთა მოვლა-პატრონობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.კომპანიის დირექტორი, იანის კაუძე (Kaudze) ამბობს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რიგის აეროპორტის გავლით პირუტყვის ექსპორტით ესტონელი ფერმერები დაინტერესდნენ. მათ ცოცხალი პირუტყვი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის უზბეკეთში, გაჰყავთ, სადაც მას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგების შესავსებად ყიდულობენ.ბოლო წლებში ბალტიის ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიაში პირუტყვის გადაყვანა გართულდა, რადგან რუსეთის ტერიტორიის გავლით სახმელეთო ტრანზიტი შეწყვეტილია, ევროპის სხვა აეროპორტების გავლით პირუტყვის ექსპორტი კი ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.თუმცა, გამოსავალი, პრაქტიკულად, უკვე მოიძებნა – რიგის აეროპორტიდან ცხოველების გადაყვანა მნიშვნელოვნად ამცირებს პირუტყვის გზაში ყოფნის დროს და ამით ცხოველების ფიზიკურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს.AG Handlings-ის ხელმძღვანელის, იანის კაუძეს თქმით, ტრანსპორტირების ამ ახალი შესაძლებლობით ამჟამად ბევრი მხარეა დაინტერესებული და მასზე მოთხოვნა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ძალიან გაიზარდოს.„მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სატვირთო მანქანიდან პირუტყვი სულ რაღაც 2-2,5 საათში გადმოგვყავს და სპეციალურ კონტეინერებში ვათავსებთ, რომლებსაც ადგილზე თავად ვამზადებთ. ამას მოსდევს ტაშკენტამდე ფრენა, რომელიც ძალიან მოკლეა და 4-5 საათი გრძელდება. იქ უკვე პირუტყვი სხვა სატრანსპორტო საშუალებებში გადაჰყავთ, რომ ახალ საცხოვრებელ ადგილამდე მიიყვანონ. სახმელეთო გზით ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და მგზავრობა, შესაძლოა, ერთ თვემდე გაგრძელებულიყო. თვითმფრინავით გადაყვანა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია, მაგრამ ორი რეისი უკვე მოვაწყვეთ. ამჟამად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორი პარტია ფერმერულ მეურნეობებში საკარანტინო პერიოდს გადის, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 7 რეისი შესრულდება“, – განაცხადა კაუძემ.~კომპანია მომავალში გეგმავს პირუტყვის ტრანსპორტირებას არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებიდან, არამედ პოლონეთიდან და ავსტრიიდანაც, საიდანაც რიგის აეროპორტის გავლით საქონლის ტრანზიტი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.ტრანსპორტირების ხარჯებს, როგორც წესი, პირუტყვის მყიდველი ფარავს, თუმცა რიგის აეროპორტიდან პირუტყვის ექსპორტის შესაძლებლობას ლატვიის მეცხოველეობის სექტორიც სარგებლიანად მიიჩნევს, რადგან ეს ფერმერებს ახალ ბაზრებზე გასვლის უფრო ფართო შესაძლებლობებს უქმნის.ამჟამად ლატვიიდან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 სული ცოცხალი პირუტყვი გაჰყავთ ექსპორტზე, რაც წლის განმავლობაში დაბადებული ხბოების დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს. ფერმერ კასპარ ადამსის განმარტებით, მათი დიდი ნაწილი პირდაპირ მეხორცული ჯიშის პირუტყვის აუქციონებზე იყიდება.„დრო დასჭირდება იმას, რომ მომხმარებლებმა ასეთი შესაძლებლობების არსებობის შესახებ შეიტყონ, რადგან ბოლო 36 წლის განმავლობაში ბალტიის ქვეყნებში მსგავსი რამ არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ლიეტუვას, რომელმაც 15 თუ 20 წლის წინ ისრაელში გაიყვანა ხბოები. ახლა ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს. ამ კუთხით, ევროპაში ბელგიის აეროპორტი გამოირჩევა, საიდანაც ცხოველები მთელ მსოფლიოში გადაჰყავთ. ვფიქრობ, რიგასაც აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. უბრალოდ, ცოტა მეტი დროა საჭირო. ნებისმიერი ასეთი ექსპორტი ძალიან სარგებლიანია, რადგან ჩვენი ადგილობრივი ბაზარი, სამწუხაროდ, ძალიან პატარაა – მეტისმეტად პატარა“, – განაცხადა ადამსმა.

ირაკლი კობახიძე – საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2021-2025 წლებში შეადგინა 9.3 პროცენტი, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება.განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ი (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი.საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი.დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა.28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, 29 ოქტომბრიდან კი +14 გრადუსამდე დაიკლებს. 30 ოქტომბერს დედაქალაქში დღისით დაახლოებით +13 გრადუსია მოსალოდნელი.სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, თვის ბოლოს ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ნალექიც.

ბოლო სიახლეები