ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტრო ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესშია.

„ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ეს ყველფერი რომ არ გაჭიანურდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის არსებობდეს კონკრეტული განრიგი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ განახორციელოს ერთმა ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია. ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი. ორშაბათს უნდა არსებობდეს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე კონკრეტული განრიგი რეისების, კონკრეტული ქალაქებიდან, როდის დაიწყება ფრენები უახლოეს  პერიოდში და რომელი ქალაქებიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მძიმე ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გია ვოლსკი – მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც მოაწერა რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა.„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია. აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების„ მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება

ცესკოს ცნობით, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება.კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამ საკითხზე მორიგი სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდება.„4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს გამოკლებული წევრების შევსების მიზნით ჩვენ გვიწევს შუალედური არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ პოტენციურმა მონაწილე პარტიებმა წინსწრებით იცოდნენ შესაბამისი საორიენტაციო თარიღი არჩევნების თაობაზე მინდა გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოს განიხილება 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების/პირობების დარღვევით გადაჰქონდა.აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს.ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება, ჩათვალა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება – გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა.მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა."პარტიის ლიდერი ერთი ჰყავთ, ბელადი სააკაშვილი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უნდა იყოს ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება. ვერც ხაბეიშვილმა ვერ შეასრულა, თუმცა დაპირისპირებები ბევრი იყო. არ შესრულდა დავალებები და, რასაკვირველია, შიდა ფრონტზე გაცილებით მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება.ომი გამოაცხადა ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია, 2013 წლიდან, განსაკუთრებით აქტიურად. იყო რამდენიმე მცდელობა რევოლუციისა. აქაც სააკაშვილის სახელი იკითხება ყველგან. დღეს იმ საპატიმროდან მიაჩნია, რომ თავისი ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით, ახალი პოლიტიკა უნდა შესთავაზოს "ნაციონალურ მოძრაობას". დესტაბილიზაცია იყო ეს შინაარსი და მომავალშიც სააკაშვილი არანაირ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არ აპირებს ასვლას," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

ბოლო სიახლეები