ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026

დონალდ ტრამპი – ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია

ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბიადენის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social -ში გამოაქვეყნა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.

თურქული მედია – ტრაბზონთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა, სავარაუდოდ, დრონი უკრაინული იყო

თურქეთში, ქალაქ ტრაბზონთან ახლოს დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, დრონი უკრაინული იყო.მედიის ცნობით, ინციდენტი პირველ ივლისს ტრაბზონის დასავლეთით მდებარე აჩიკალანის მუნიციპალიტეტში მოხდა. დრონი ხეს შეეჯახა და აფეთქდა, რის შედეგადაც ნამსხვრევები გზაზე დაცვივდა.ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და ნამსხვრევები ექსერტიზისთვის შეაგროვეს. როგორც თურქული მედია წერს, დრონს, შესაძლოა, დაახლოებით 5 კგ ასაფეთქებელ ნივთიერება გადაჰქონდა.მედიის ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, თუმცა საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია თუ დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონი  თურქეთში ჩამოვარდა.

თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური

მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ამის გამო სერიოზული სინდისის ქენჯნა ჰქონდა.„შეიცვალა თავმჯდომარე, მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი ფაქტობრივად აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა და ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ამასთან, ბოკუჩავას თქმით, როდესაც საუბარია „ძველების ახლებით“ ჩანაცვლებაზე და სხვა საკითხებზე, აქაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.„ამ პროცესში ხელი შემიშალა პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობამ, პარტიის მუდმივი გაუქმების საფრთხემ, ურესურსობამ და გარკვეულმა წინააღმდეგობამ რიგი ჯგუფების მხრიდან პარტიის შიგნით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ამასთან, მისივე განცხადებით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება თუ არა კიდევ ერთხელ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი.„ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ვინ იქნებიან სხვა კონკურენტები, ვინ იქნება ჩემს გუნდში, პრეზიდენტი სააკაშვილის საბოლოო პოზიცია რა იქნება, რადგან მას განუზომლად დიდი როლი აქვს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, პარტიაში ჯგუფებს რა პოზიცია ექნებათ ყრილობის მომენტში. მათ, შესაძლოა, წარსულში ჰქონდათ წინააღმდეგობები იმ რეფორმების ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც მქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – შესაძლოა, ხვალ და ზეგ  ოპოზიციური ლიდერები, რომლებთან ერთადაც პროტესტზე ვდგავართ, ისევ დაბრუნდნენ ციხეში, გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო პროცესიც, რომელიც პარტიის გაუქმებას ითვალისწინებდა და შეიძლება, განახლდეს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.რექტორის თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია, რომელიც მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზას ხსნის.„ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო,გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაწყებას. ეს დღე ახალი შესაძლებლობების, პასუხისმგებლობისა და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდი მიზნისკენ მიმავალი გზის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევას და დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს.გისურვებთ წარმატებით დაძლიოთ ყველა გამოცდა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შეძლოთ იმ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.კიდევ ერთხელ გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღირსეული მომავლისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებების მიღწევას გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის, გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამორჩეული თანამშრომლის, ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამოქალბატონი ნათია მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, კოლეგიალურობითა და სტუდენტებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით.მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის.ვუსამძიმრებთ ქალბატონი ნათიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები