ორშაბათი, აპრილი 20, 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ეს რიცხვი გაცილებით მაღალი – 2.5 მილიონი იქნებოდა, ხელისუფლებას შესაბამისად რომ არ ემოქმედა“, – დასძინა ტრამპმა.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებითა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება – სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის...

ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება - თავიანთ ვითომ პოლიტიკურ საქმიანობაში სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც 26 მაისთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ის ღირებულებები, რაზეც ოპოზიცია თავის პოლიტიკას აგებს, მთლიანადაა აცდენილი იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას.„ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება მათი მხრიდან. ფაქტობრივად, ყველაფერი ნანახი გვაქვს. განცხადებები ადრეც მოგვისმენია, მათ შორის ისიც, რომ ხალხთან აპირებდნენ ურთიერთობას, მაგრამ შედეგად ყოველთვის მოვიღეთ ის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. არც რაიმე ელექტორალური რესურსი გააჩნიათ და არც იმის რესურსი, რომ ის მიზერული მხარდაჭერა, რომელიც აქვთ, როგორმე გაზარდონ. თავიანთ ვითომ პოლიტიკურ საქმიანობაში სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა.ბოლო მოვლენებისას, მაგალითად, რაც პატრიარქის გარდაცვალების დღეებში ვნახეთ, ყველამ დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ის ფასეულობები და ღირებულებები, რაზეც ზოგადად, ჩვენი საზოგადოება არსებობს. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ეს რადიკალური ოპოზიციაც გარკვეულ თემებზე დაფიქრდნენ და თავიანთ პოლიტიკაში სიახლეების შემოტანა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა მათი მხრიდან. ის ღირებულებები, რაზეც ისინი თავიანთ პოლიტიკას აგებენ, მთლიანადაა აცდენილი იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას,“ - განაცხადა კახიანმა.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება.მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.„10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში - „ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი

ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ-თან მოლაპრაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს.„ჩვენ გვჯერა ირანის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად ვადების ან ულტიმატუმების“, – აღნიშნა ბაღეიმ.გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მეორე ადგილი დაიკავეს

„საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების მნიშვნელოვანი წარმატება, გუნდური მეორე ადგილი და დავით ლომიაშვილის ინდივიდუალური მეორე ადგილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ფაკულტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფაკულტეტი, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას, რათა მათ მომავალშიც შეძლონ მსგავსი წარმატებების მიღწევა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსეულად წარდგენა“, - ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა საერთაშორისო მასშტაბის კონკურსია, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს და მიზნად ისახავს ინფორმატიკის სფეროში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოვლენას. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ალგორითმული აზროვნების, პროგრამირების, მონაცემთა დამუშავებისა და რთული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, სტუდენტურმა გუნდმა კონკურსში მაღალი პროფესიონალიზმი და მომზადების დონე აჩვენა. მათ წარმატებით გაართვეს თავი როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დავალებებს, რის შედეგადაც გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი და გამოცდილ გუნდები, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებდა.„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის წევრის, დავით ლომიაშვილის წარმატება, რომელმაც ინდივიდუალურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა. მისი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მაღალი აკადემიური მომზადებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის სტუდენტთა მორიგი წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აღიარების გზაზე. უნივერსიტეტი და შესაბამისად ფაკულტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც სასწავლო პროცესის ხარისხს, ისე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. რაც მთავარია, სტუდენტების მიღწეული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულება დინამიკურად ვითარდება და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და უნარები საერთაშორისო დონეზე წარმატებით წარმოაჩინონ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის დავით ლომიაშვილის თქმით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მისთვის მორიგი დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო.„ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოცდილება იყო, მსგავსი ფორმატის შეჯიბრი აქამდე არ მქონია. ჩვენ ველოდებოდით, რომ სტანდარტული ოლიმპიადების მსგავსად, შეზღუდულ გარემოში მოგვიწევდა მუშაობა, სადაც მხოლოდ საკუთარი ცოდნითა და ლოგიკით უნდა გადაგვეწყვიტა ამოცანები. ეს უკვე გარკვეულწილად დამკვიდრებული პრაქტიკაა მსგავს კონკურსებსა და გამოცდებზე, ამიტომაც თავიდან სწორედ ასეთ რეჟიმზე ვიყავით მობილიზებული. თუმცა ოლიმპიადის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ გარემო სრულიად განსხვავებული იყო, მონაწილეებს არანაირი ტექნიკური შეზღუდვა არ გვქონდა. თავისუფლად შეგვეძლო ინტერნეტის გამოყენება და ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართვაც ამოცანების გადაჭრის პროცესში. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი მიდგომა იშვიათად გვხვდება აკადემიურ შეჯიბრებებში. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. დღეს ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც განათლებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ის უკვე ყოველდღიური ინსტრუმენტია უნივერსიტეტებში, IT კომპანიებში და ზოგადად სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ალბათ ოლიმპიადის მიზანიც იყო არა მხოლოდ კლასიკური ცოდნის შემოწმება, არამედ იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია მონაწილეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მე თავად პროგრამისტი ვარ და რამდენიმე წელია ვმუშაობ ამ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე დიდი ხანია ჩემი სამუშაო პროცესის ნაწილია და გარკვეულწილად ეს გამოცდილება დამეხმარა ამ ოლიმპიადაზეც. ვფიქრობ, სწორედ ამან მომცა გარკვეული უპირატესობა არა მხოლოდ პასუხების პოვნაში, არამედ პრობლემების სწრაფად გააზრებასა და სწორი მიდგომის შერჩევაში“, - აცხადებს სტუ-ის სტუდენტი.ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ისრაელის არმიის ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას გმობს

ლიბანში ისრაელის არმიის ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს.გიდეონ საარმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.„სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული რელიგიური სიმბოლოს დაზიანება მძიმე და სამარცხვინოა. მე ვაფასებ ისრაელის თავდაცვის ძალებს განცხადებისთვის, ინციდენტის დაგმობისთვის და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მახინჯი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ მიღებული იქნება აუცილებელი მკაცრი ზომები. ეს სამარცხვინო ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სხვადასხვა რელიგიას და მათ წმინდა სიმბოლოებს და იცავს ტოლერანტობასა და პატივისცემას სარწმუნოებებს შორის. ბოდიშს ვუხდით ამ ინციდენტისთვის ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყოფილი იყო“, – აღნიშნა გიდეონ საარმა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ იძიებს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ისრაელელი ჯარისკაცი, როგორც ჩანს, ჩაქუჩით ან ნაჯახით ურტყამს იესო ქრისტეს ქანდაკებას ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ დებელში.

თამარ ჩერგოლეიშვილი – რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, მათ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას

რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვიდრე ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.„რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რათა ადამიანებმა თავიანთი ნება, არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსმა ავაზაკებმა ვერ მიიტაცონ. ასე რომ, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ბოლო სიახლეები