ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრებმა ვლადიმირ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა ვლადიმირ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას სიცივეში უწევს ცხოვრება.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს ომის საშინელი დანაშაული, რომლის მიზანია, რომ ბევრი ადამიანი ზამთრის მსხვერპლი გახდეს“, – აღნიშნა მარკო ბუშმანმა.

მარკო ბუშმანმა ასევე განაცხადა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია

პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა – პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა.როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.  

ირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც

გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, – აღნიშნა კობახიძემ.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დღეს გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განვიხილეთ, მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.მისი თქმით, შეხვედრებზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასწრება და მისი მოსმენა პარტიის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.„შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე შეხვედრაზე განხილული იყო როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე. ორივე შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ წარიმართა“, – განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, საუბარი იყო საერთაშორისო თემატიკაზეც.„რა პროცესების წარიმართა ქვეყნის, მათ შორის, გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას. საგარეო კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი. მათ შორის იყო შეკითხვები და პასუხები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დღეს გაიმართა. ორივე სხდომაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შარდის ანალიზით ამ ტიპის კიბოს გამოვლენა შესაძლოა უფრო ზუსტი გახდეს – მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს

შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის შესაძლოა ახალი, ნაკლებად ინვაზიური მეთოდი გამოჩნდეს. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და VA Palo Alto-ს მკვლევრებმა შეიმუშავეს შარდის ანალიზზე დაფუძნებული ტესტი, რომელსაც დაავადების გამოვლენა და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება შეუძლია.კვლევა 2026 წლის 2 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ახალი მეთოდი, სახელწოდებით uRARE-seq, შარდში სიმსივნური უჯრედებისგან გამოყოფილ რნმ-ს (RNA) იკვლევს. რნმ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი გენებია აქტიური უჯრედებში, რაც მეცნიერებს სიმსივნის ბიოლოგიური თავისებურებების შეფასებაში ეხმარება.რა აჩვენა კვლევამ?მკვლევრებმა 683 შარდის ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც კიბოს მქონე პაციენტებისა და ჯანმრთელი მონაწილეებისგან იყო აღებული.შედეგების მიხედვით, ტესტმა ლოკალიზებული შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევების 95% გამოავლინა, ხოლო იმ ადამიანების 90%-ში, რომლებსაც დაავადება არ ჰქონდათ, პასუხი სწორად უარყოფითი იყო.კვლევის ავტორების განცხადებით, მეთოდმა შედეგებით გადააჭარბა შარდის ციტოლოგიურ გამოკვლევასა და შარდში სიმსივნური დნმ-ის ანალიზზე დაფუძნებულ მეთოდს. თუმცა, ეს მონაცემები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ახალი ტესტი კლინიკურ პრაქტიკაში არსებულ ყველა გამოკვლევას ჩაანაცვლებს.მხოლოდ კიბოს აღმოჩენა არ არის მისი ერთადერთი შესაძლებლობაკვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მკურნალობის შედეგების შეფასებაა. მეცნიერებმა შეისწავლეს, შესაძლებელია თუ არა შარდში არსებული რნმ-ის ნიშნებით განისაზღვროს, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს კონკრეტული მკურნალობა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო BCG იმუნოთერაპიას, რომელიც შარდის ბუშტის ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შარდში არსებული მოლეკულური ნიშნები შესაძლოა დაეხმაროს ექიმებს იმ პაციენტების ამოცნობაში, რომლებსაც ამ მკურნალობაზე უკეთესი პასუხის მიღების ალბათობა აქვთ.გარდა ამისა, მეთოდმა გარკვეული შესაძლებლობები აჩვენა იმის დასადგენადაც, დარჩა თუ არა ორგანიზმში სიმსივნის უმცირესი ნარჩენი ნიშნები მკურნალობის შემდეგ.ჩაანაცვლებს თუ არა ახალი ტესტი არსებულ გამოკვლევებს?შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ცისტოსკოპიაა - პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით შარდის ბუშტის შიდა ზედაპირს ათვალიერებს. ეს გამოკვლევა ინვაზიურია და ზოგიერთ პაციენტში დისკომფორტს იწვევს.შარდის ნიმუშის აღება კი მარტივი და არაინვაზიური პროცედურაა. ამიტომ ახალი მეთოდი შესაძლოა მომავალში დიაგნოსტიკისა და დაავადების შემდგომი მონიტორინგის გამარტივებაში დაეხმაროს ექიმებს.მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მეთოდის ფართო კლინიკურ გამოყენებამდე დამატებითი, უფრო მასშტაბური კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე ტესტი ცისტოსკოპიის ან სხვა სტანდარტული გამოკვლევების შემცვლელად არ უნდა ჩაითვალოს.

დავით ოქიტაშვილი – საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, ძალიან მინდა, მივიდე და ვუთხრა, რაც ვიცი – თინა რუხაძემ სააკაშვილს უღალატა და ამათ რას უზამდა? მოღალატე...

საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. ძალიან მინდა, რომ დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი, - ამის შესახებ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.როგორც დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, თინათინ რუხაძემ ქართული კულტურა გაანადგურა და მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და მაინტერესებს. იმხელა ცოდვაა, ადამიანს რომ აბრალებ უწმინდესის დაკრძალვის თანხების გაფლანგვას, საზოგადოება ამ კითხვას რომ სვამს, ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს.ჩემი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ იცის. ზუსტად ის. ადამიანები რომ ამბობენ, აქამდე სად იყოო, ვუფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამას მეუბნებოდნენ. დედაბუდიანად გაანადგურებდნენ. 2-3 დღეა ამ ადამიანებმა ამოიღეს ხმა და მეც დავსვი ეს კითხვები.დავარდნილს, რასაკვირველია, წიხლი არ უნდა დაარტყა, მაგრამ ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც ქართული კულტურა გაანადგურა. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხელოვანები ნელ -ნელა ამოიღებენ ხმას. მას ეგონა, რომ კულტურის სამინისტრო და საქართველო თავის მფარველთან ერთად იყო მათი. ეს საქართველო მათი არაა! ეს არარაობაა, თავის მფარველთან ერთად. ძირფესვიანად უნდა იყვნენ ამოძირკვულები ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც არიან დარჩენილი. მათ უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, უღალატეს გუნდს და მოღალატე არავის უყვარს. მათი მფარველია მამუკა მდინარაძე, რომელმაც თავზე დაასვა ქართულ კულტურას. გაიკითხეთ მისი „ცენტრ პოინტში“ მოღვაწეობის ამბავი. დათო დოიაშვილის ამბავი - დათომ ის ქრთამისა და ფულის გაფლანგვის გამო გამოაგდო თეატრიდან.აქამდე ჩუმად მებრძოდა და რომ შემეხო, ამოვიღე ხმა. ყველა შეკრებაზე სიიდან ვიყავი ამოღებული. ყვიროდა, რომ „ოქიტაშვილი არ დავინახო არცერთ შეკრებაზეო“. ვხედავდი, რომ ამას მარტო ვერ გაბედავდა. აღმოჩნდა, რომ ამის უკან იდგა ადამიანი, რომელმა ადამიანმაც ეს გაბედა და გააკეთა. 2012 წელს ვიბრძოდით ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და სად იყო მამუკა მდინარაძე? ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს იბრძოდნენ და რომლებმაც ოჯახები გადადეს, დაუპირისპირდნენ იმ რეჟიმს, საერთოდ გააქრეს. ერთ-ერთი შემოქმედი იყო თიკა რუხაძე. მისი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველამ კარგად იცის. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა და ამათ რას უზამდა?! ადამიანი როცა არის მოღალატე, ის არ შეიცვლება და ყოფილი არ არსებობს. მან მიხეილ სააკაშვილს უღალატა.ძალიან მინდა, რომ დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი. თქვენი მეშვეობით დავსვი შეკითხვები. წავიდნენ და შეამოწმონ. რატომ გამოუშვა დათო დოიაშვილმა თეატრიდან, რატომ შეჭამა ბადრი პატარკაციშვილის ფულები?! ეს მოღალატე მოგვიყვანა მამუკა მდინარაძემ, დაგვასვა თავზე ქართულ კულტურას და ეს სფერო გაანადგურა! “- განაცხადა დავით დოიაშვილმა.ცნობისთვის, დავით ოქიტაშვილმა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა „ფეისბუქ-პოსტი“, სადაც ის პროკურატურას მიმართავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს.

ბოლო სიახლეები