დავით სონღულაშვილი: ევროპარლამენტარებისგან ბევრი პოზიტუური განცხადება მოვისმინეთ იმ ევროპული გზის მიმართ, რომელიც არჩეული აქვს ჩვენს ქვეყანას

 

„ეს არ არის კრიტიკა, ეს არის რეკომენდაციები“ ,- ასე შეაფასა ევროპარლამენტის წევრების განცხადებები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, რეკომენდაციებს ევროკავშირი იძლევა იმისთვის, რომ დაჩქარდეს ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია. „ჩვენ მიერ არჩეული კურსი და პროცესი შეუქცევადია ევროპულ გზაზე. შესაბამისად, ჩვენს შეუქცევად კურსს თან სდევს რეკომენდაციები, რომელიც საყურადღებოა, რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, რათა დაჩქარდეს ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპისკენ სწრაფვა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ საღამოს დებატებისას გაკეთებული განცხადებები, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო, კიდევ ერთხელ ასახავდა, რამდენად კარგად და სწარაფდ მიდის ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. გუშინდელი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროცესს, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას. მათი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები“, აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

Comments

კომენტარები