საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში დავით გარეჯთან დაკავშირებით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.
„გარეჯთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.