შარლ მიშელის დოკუმენტი იყო ისტორიული შეთანხმება და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში ნამდვილად წერია 43% და ამ პუნქტს ძალაში ტოვებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა გარანტიითაც ეს დოკუმენტი იყო ხელმოწერილი. ეს იყო ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments

კომენტარები