ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

გერმანია საქართველოში პრიორიტეტული სფეროებს €161,7 მილიონით დააფინანსებს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავენ, აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილია 161,7 მილიონი ევრო, მათ შორის 21,7 მილიონი ევრო გრანტის სახით.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა. გერმანიის მხრიდან კი ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი – ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასს დატოვებენ

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასს დატოვებენ.„იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს და სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა გაიხსნას, როგორც ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ შარშანწინ, ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, ზელენსკიმ უნდა მისცეს ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტონ ცეცხლი და დატოვონ დონბასის ტერიტორია, ასევე რუსეთის რეგიონების ტერიტორია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ „დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა და მხარეებს შეეძლებათ, მშვიდად გადავიდნენ მოლაპარაკებებზე“.პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებები „ძალიან რთული იქნება და ბევრ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს“.კითხვაზე, უნდა დატოვონ თუ არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიც, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, „კიდევ ერთხელ გადაიკითხონ პრეზიდენტ პუტინის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.2024 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებად დაასახელა უკრაინული ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან, ასევე უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინადადება ულტიმატუმად შეაფასა, რომლის „ნდობაც არ შეიძლება“.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.მანამდე დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასამტკიცებლად პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა.შეთანხმების თანახმად, რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე, იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში.დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.

მეფე ჩარლზი – სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი

გაერთიანებულ სამეფოს სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო საფრთხეს უქმნის, რომლის უახლესი მაგალითიც ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა ლორდთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ბრიტანეთის მონარქის თქმით, გამოიცდება ქვეყნის ენერგეტიკული, თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველა ელემენტი.„ჩემი მთავრობა ამ სამყაროს ძლიერად უპასუხებს და მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნის შექმნას, რომელიც ყველასთვის სამართლიანი იქნება. ჩემი მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკულ, თავდაცვით და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ისინი დაიცავენ ბრიტანულ ღირებულებებს, როგორებიცაა წესიერება, ტოლერანტობა და განსხვავებულობის პატივისცემა ჩვენი საერთო დროშის ქვეშ და გამოიყენებენ იმ სიამაყის პოტენციალს, რომელსაც მთელი ქვეყანა განიცდის თავისი თემების მიმართ“, – აღნიშნა მეფე ჩარლზმა.გაერთიანებული სამეფოს მონარქმა წარადგინა მთავრობის დღის წესრიგის ფართო ელემენტები, დაწყებული ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად სასწრაფო ზომების მიღებით და ყველა თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.ჩარლზის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური უსაფრთხოება დამოკიდებულია ცხოვრების დონის ამაღლებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.„ჩემი მინისტრები მხარს დაუჭერენ სტაბილურობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარჯების კონტროლის ღონისძიებებს. ისინი გამოიყენებენ სახელმწიფო ინვესტიციებს ბაზრების ფორმირებისა და შემდგომი კერძო ინვესტიციების მოსაზიდად. ისინი გამოიყენებენ სახელმწიფოს ძალას ბიზნესთან პარტნიორობით და უზრუნველყოფენ რეფორმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო მაღალ ზრდას და სამართლიან შეთანხმებას მშრომელი ადამიანებისთვის“, – აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ.ჩარლზის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება და მთავრობა წარადგენს კანონპროექტებს „ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად“, „მცირე ბიზნესისთვის დაგვიანებული გადახდების პრობლემის მოსაგვარებლად“ და „არასაჭირო რეგულაციების ტვირთის შესამცირებლად“.ბრიტანეთის მონარქმა საჯარო სერვისების განახლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ წარდგენილი იქნება კანონმდებლობა პოლიციის, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის, სისხლის სამართლის სისტემის და იმიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის რეფორმირების შესახებ.მთავრობის დღის წესრიგში ასევე შედის კანონპროექტები „წყლის ინდუსტრიის მოწესრიგების და „დიდი ბრიტანეთის რკინიგზის შექმნის“ შესახებ.„ჩემი მინისტრები თვლიან, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს შანსს, მიაღწიოს წარმატებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და არ იყოს ჩამორჩენილი სიღარიბის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ან პროფესიული განათლებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო“, – აღნიშნა ჩარლზმა.საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მეფემ განაცხადა, რომ მთავრობა „გააგრძელებს ურყევი მხარდაჭერის გაწევას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისთვის ფრონტზე იბრძვიან“. ქვეყნის მთავრობა ასევე „ეცდება, გააუმჯობესოს ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“ და „გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისთვის და ისრაელსა და პალესტინაში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ხელშეწყობას“.ბრიტანეთის მონარქი კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის „ურყევ ერთგულებას ნატო-ს და ნატო-ს მოკავშირეების მიმართ“ და აცხადებს, რომ „თავდაცვის ხარჯების მდგრადი ზრდა“ იქნება. ბრიტანეთის მეფე ადასტურებს, რომ წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომელიც „უცხო სახელმწიფო სუბიექტებისა და მათი მოკავშირეების მხრიდან მზარდი საფრთხის დაძლევას“ უზრუნველყოფს.ბრიტანული მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ეს, ძირითადად, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ეხება. შემდეგი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა.ბრიტანეთის მეფის თქმით, მინისტრები თვლიან, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და „გრძელვადიან ინვესტიციებსა და რეფორმებს“ მოითხოვს. მისი განცხადებით, მწვანე ენერგიის წარმოების გაზრდა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ „მტრებმა“ ვერ „შეუტიონ“ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის...

არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა.როგორც გვარამია აცხადებს, საზოგადოებაში რევოლუციური სცენარის დაკვეთა და საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს და მიაჩნია, რომ ამის სურვილს მხოლოდ ცალკეული ადამიანები გამოთქვამენ.„ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუცია გადაწყვიტა.. არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი. რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როდესაც ლაპარაკობ და პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს. არ არის ამის დაკვეთა ადგილზე.არის ამის სურვილი ცალკეულ ადამიანებში, ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვზრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. და ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან ან საერთოდ არ არიან. ჩართულები ან არიან ან არ არიან საერთო მოძრაობაში და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როდესაც თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით“- განაცხადა გვარამიამ.

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ შიო მესამეს აღსაყდრებას, ვუსურვებ, მძიმე ჯვარი, რომელიც გადმოიბარა, ატაროს ისე, რომ სრულად აღსრულებულიყოს მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენს რწმენაშია ჩადებული

გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის დაარსებული ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე, აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მინდა, მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას აღსაყდრება და ვუსურვო, მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორისგან, ატაროს ისე, რომ სრულად აღსრულებულიყოს მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენს რწმენაშია ჩადებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება იშვიათი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა და ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა.„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა, ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო მესამე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა, თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები