ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026

გარდაცვლილი ჟურნალისტის-ანა მამულაშვილის განსაკუთრებული ისტორია

ჟურნალისტ ანა მამულაშვილის ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ისტორია სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

ანა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა. ორი შვილის დედას ყოველთვის სჯეროდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა.

ანა მაყურებელმა ტელეკომპანია “ჯიდიესის” გადაცემებიდან გაიცნო. მას კახა კინწურაშვილთან ერთად გასართობი შოუ “ერთი ერთში” მიჰყავდა, შემდეგ კი ამავე არხზე დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ანას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა კოლეგამ, “იმედის” ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა გაავრცელა:

“ნამდვილი მზე!
სულ რომ იღიმოდა!
კიდევ ერთი მებრძოლი გოგო წავიდა დღეს.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც.მათივე ცნობით, საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა – ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება.„განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგიც, მათ შორის, საუბარი შეეხო სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში სამომავლო თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა ჭოუ ციენს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ლევან კოღუაშვილის ფილმის, „გურია“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება

ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი, „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის სექციაში Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი.ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, Venice Spotlight კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. წელს სექციისთვის მხოლოდ რვა ფილმია შერჩეული.„ეროვნული კინოცენტრი ულოცავს რეჟისორსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას“, – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე.

პოლიციამ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი – მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.„22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.

ბოლო სიახლეები