გარდაიცვალა რობერტ შავლაყაძე ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რობერტ შავლაყაძე

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, რომ გარდაიცვალა ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

გამოჩენილი სპორტსმენი 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა.

შავლაყაძე იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) შეძლო და დაამარცხა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, შედეგით: 2,16სმ.

მისი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრი იყო.

რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.

Comments

კომენტარები