ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

გარდაიცვალა რობერტ შავლაყაძე ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რობერტ შავლაყაძე

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, რომ გარდაიცვალა ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

გამოჩენილი სპორტსმენი 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა.

შავლაყაძე იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) შეძლო და დაამარცხა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, შედეგით: 2,16სმ.

მისი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრი იყო.

რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს – მიხეილ სარჯველაძე

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გაზრდილ პენსიებთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა, აღნიშნული თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს."ბიუჯეტი სწორად რომ იგეგმება, ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, ბოლო ხნის განმავლობაში ყოველწლიურად . ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარანტია არსებობს, რომ პერიოდულად პენსია და სოციალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ხშირად იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული.სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.წელს, საბედნიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო კონკრეტულ სეგმენტზე 45 ლარით ზრდა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზეც ვნახეთ, რა ხდებოდა - არასწორია ასეთი განცხადებები.ყველამ კარგად იცის, რომ პირველ და მეორე წარდგენის პროცესში ჩნდება შესაძლებლობა, წლის ბოლოა, ჩნდება წლიური შედეგები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს იანვრიდან მომდევნო წლის საბიუჯეტო ხარჯი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, არავის ვეჯიბრებით, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს

ზოგადად, მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, როდესაც ევროპის საერთაშორისო ინსტანციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის დასკვნებში საქართველო მოლდოვაზე წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს შესაშური არაფერი აქვს, პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური.„ჩვენ საერთოდ არ გამოგვიხატავს რეაქცია მოლდოვის არც წინსვლაზე და არც უკუსვლაზე. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ ვტოვებთ ევრობიუროკრატიის ჩინოსნებსა და მათ განცხადებებს, როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლდოვა საქართველოს უსწრებს. მოლდოვას მხოლოდ ამ კონტექსტში ვახსენიებთ, დანარჩენი კი მათი საქმეა: სხვა სახელმწიფოს შეუერთდებიან თუ არა, დსთ-ში დარჩებიან, გამოვლენ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი გადასაწყვეტია.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური. ჩახედონ საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და შეფასებებს, ნახავენ, რას წერენ თავად ევროპული ინსტიტუტები, რა პოზიციაზეა საქართველო და რა პოზიციაზე – მოლდოვა.ვიმეორებ, ჩვენ არავის ვეჯიბრებით. უბრალოდ, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს. როგორ უსწრებს საქართველოს, როდესაც, თავად ამ ინსტიტუტების შეფასებებით, მოლდოვა არის ყოველთვის საქართველოზე უკან? მეორე საკითხია, რას გააკეთებს მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე, მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კი ვიცით, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს ევრობიუროკრატიაში ხდება, აჩვენებს, რომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი სურვილი, მიგვიღონ ასეთი ტიპის პირობებით, როდესაც გვეუბნებიან, სუვერენიტეტის ჩაგვაბარეთ ჩვენ, ბრიუსელს და ისე შემოდით, ამ პირობებით ჩვენ ვერსად შევალთ. რამდენადაც ვიცით, მოლდოვას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს უნდა შეუერთდეს და ამ გზით შევიდეს ევროპაში. ეს მათი და მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია.ჩვენ არავის ვეჯიბრებით და, მით უმეტეს, არავის გვშურს. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, მაგრამ როდესაც შედარებები კეთდება, სწორი შედარებები რა არის, ამის კონსტატაციას ვაკეთებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

ეკა ბესელია – პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა – უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება...

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი უპრეცედენტოა - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რეპრესიული პოლიტიკა კულმინაციურ ფაზაში გადადის! აპირებენ, რომ პარტიების ერთი ხელის მოსმით განადგურების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.ბესელიას შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აყენებს უდიდესს ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს ანადგურებს, არამედ აზიანებს თვითონ “ქართულ ოცნებას“.„ეს იქნება ევროკავშირისათვის გაგზავნილი „მესიჯი“, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ - თავმჯდომარე შეიცვალა და ორ მოსამართლე გააწესეს. ფაქტია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვერ ირჩევს, რადგან კვორუმი არ ჰყოფნის. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და გამომდინარე იმათგან ვინც ჰყავთ, პლენუმისთვის უფრო დაბალი კვორუმი იქნება. ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი თვალსაზრისით საზიანო პროცესი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.რაც შეეხება მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვებას, ბესელიას თქმით, თუ კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, ხოლო თუ აიძულეს, „ეს უკვე დანაშაულია და ამაზე კობახიძემ თავად უნდა ისაუბროს“.ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ სულ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე მანანა კობახიძეს პროტესტი უნდა ჰქონოდა.„მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას მივესალმები. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ძალიან მძიმე დავალებები მისცეს. სულ მიკვირდა - პროტესტი ალბათ ჰქონდა, მაგრამ ამ პროტესტის გამოხატვას აქამდე ალბათ ვერ ახერხებდა. წლებია მანანა კობახიძეს ვიცნობ. ვმეგობრობდით პარლამენტამდე და “ქართულ ოცნებამდე“. პარლამენტში რამდენიმე წელი გვერდი-გვერდ ვისხედით და ერთად ვმუშაობდით. მისი საქმეებიდან გამომდინარე, სულ მქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე, რომელიც ადამიანის უფლებებს სისტემურად აზიანებდა, მას პროტესტი უნდა ჰქონოდა.არ ვიცი, რაიმე ზეწოლა იყო მასზე თუ თავად დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ მან საკუთარი კრიტიკული პოზიცია გამოხატა, როდესაც განრიდების მოთხოვნა დააყენა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება არ სურდა.ეს კარგია, რადგან იურიდიული პროფესია ასეთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდხანს იმახსოვრებს. პროფესიული იმიჯი და სანდოობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მაღალია, რაც არ შეიძლება პოლიტიკური გუნდის ან ვინმეს დავალების საპირწონე იყოს, ვისთანაც ანგარიშვალდებული ხარ. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლის თავისუფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გამართლება არა აქვს, რის გამო შეიძლება მოსამართლემ ეს თავისუფლება დაკარგოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიკა გვარამია – „ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ – საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ...

„ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ - საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.გვარამიას თქმით, პარტიების გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.”ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და სისუსტედ მიიჩნევენ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ "მოძალადე" პოლიტიკოსები და პარტიები.არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები