საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს და ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის, ისე სოციალური უნარებისთვის.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მასწავლებლების ვაქცინაცია.

„სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა,  ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

Comments

კომენტარები